"ბავშვი ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა, მითხრა ვიხრჩობიო, მე გარეთ გამომიშვეს, დამიღუპეს შვილი" - კვირის პალიტრა

"ბავშვი ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა, მითხრა ვიხრჩობიო, მე გარეთ გამომიშვეს, დამიღუპეს შვილი"

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. დედის მაია ინჯგიას­ განცხადებით, ბავშვი ნარკოზის გაკეთების დროს გარდაიცვალა.

"ყველა ანალიზი ჩაუტარდა, ყველაფერი კარგად ჰქონდა. დილის 9:00 საათზე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. მე გარეთ გამომიშვეს, ასე იცის ნარკოზმაო. ექიმს დავაბარე ჩემი შვილი. შემდეგ დამიბარეს და მითხრეს, ქირურგიული ჩარევა მოხდა და გართულდაო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს შვილი. მე უნდა ვიცოდე რა დაემართა ჩემს შვილს",- განაცხადა მაიკო ინჯგიამ.

7 წლის ბიჭი, გუშინ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ოჯახი გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

IPN

ასევე დაგაინტერესებთ ვრცელი ინტერვიუ: "ვიხრჩობიო, მითხრა, ვიხრჩობიო... ერთი სიტყვა თქვა მხოლოდ და თვალები გადაატრიალა..." - რა დეტალებს ჰყვებიან 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე ოჯახის ახლობლები?