როგორ ჩაიარა "ქალღმერთ დალის“ საფესტივალო დღეებმა სვანეთში - კვირის პალიტრა

როგორ ჩაიარა "ქალღმერთ დალის“ საფესტივალო დღეებმა სვანეთში

წლის 10-16 ივ­ლისს მეს­ტი­ა­ში უკვე მე­ო­რედ ჩა­ტარ­და სვა­ნე­თის ფილ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი "ქალღმერ­თი დალი“. იგი წელს სტუმ­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. აქ იყ­ვნენ - კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ოთხი და "ბერ­ლი­ნა­ლეს“ ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ასე­ვე, სან­დე­სის, ტა­ლი­ნის, გე­ტე­ბორ­გის, ლო­კარ­ნო­სა და სხვა­დას­ხვა A კლა­სის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. "ქალღმერ­თმა და­ლიმ“ უმას­პინ­ძლა ოთხმო­ცამ­დე კი­ნო­ხე­ლო­ვანს, წარ­მა­ტე­ბულ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებ­სა და დამ­წყებ რე­ჟი­სო­რებს. წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვალს საკ­მა­ოდ თვალ­სა­ჩი­ნო და წო­ნი­ა­ნი უცხო­ე­ლი თუ ქარ­თვე­ლი სტუმ­რე­ბი მეს­ტი­ის ფეს­ტი­ვალს უკვე მსოფ­ლიო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის რან­გში მო­ი­აზ­რე­ბენ.

კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლე­ბი არი­ან: რე­ჟი­სო­რი მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი და თე­ი­მუ­რაზ ჩხვი­მი­ა­ნი. რო­გორ ჩა­ი­ა­რა ფეს­ტი­ვალ­მა, გა­ა­მარ­თლა თუ არა მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნი, იყო თუ არა ყვე­ლა­ფე­რი ისე, რო­გორც ჩა­ი­ფიქ­რეს და, სა­ერ­თოდ, რა ხდე­ბო­და სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღე­ებ­ში? - წლე­ვან­დე­ლი სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღე­ებ­ზე რე­ჟი­სო­რი მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფეს­ტი­ვალ­ზე ყვე­ლა სტუ­მა­რი ჩა­მო­ვი­და, ვის ჩა­მოს­ვლა­საც ვა­ა­ნონ­სებ­დით. ამინდმაც ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა, რად­გან ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნაც და და­ხურ­ვაც, ასე­ვე სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც ღია ცის ქვეშ უნდა ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. ჩვენს სტუმ­რებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ სვა­ნე­თი და ყვე­ლას უნდა, რომ ისევ ჩა­მო­ვი­დეს ჩვენ­თან. ზო­გა­დად, ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, ძი­რი­თა­დად, ჩა­მოგ­ვყავს პროგ­რა­მე­რე­ბი - სწო­რედ მათი ყოფ­ნაა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ფეს­ტი­ვა­ლის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს სურს, შეხ­ვდეს კა­ნის, ვე­ნე­ცი­ის, ბერ­ლი­ნი­სა და ა.შ. პროგ­რა­მე­რებს, რად­გან სწო­რედ ისი­ნი წყვე­ტენ ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რე­ბის ბედს, რათა მნიშ­ვნე­ლო­ვან ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე მოხ­ვდეს მათი ფილ­მე­ბი. სა­მო­მავ­ლოდ გვინ­და, ჩვენს ფეს­ტი­ვალ­ზე ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბიც ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ და ვფიქ­რობ, 2-3 წე­ლი­წად­ში ამა­საც მო­ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ ეს მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა, რად­გან მეტი ორ­გა­ნი­ზე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლის ცნო­ბა­დო­ბას - წელს ისე­თი კმა­ყო­ფი­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი, რომ უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გვეხ­მი­ა­ნე­ბა ჩვენ­თან ჩა­მოს­ვლის სურ­ვი­ლით.

qalrmert-dalis-gran-pri-simbolo-35962-1659601603.jpg

გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სხვა ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე და­ვაგ­რო­ვე, ვე­ცა­დე, ჩვენს ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და გა­ვა­კე­თე მიქ­სი - იყ­ვნენ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი და მო­ე­წყო ინ­დუსტრი­უ­ლი დღე­ე­ბი - ვორკშო­ფე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებ­თან, ასე­ვე, ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი ღია და და­ხუ­რულ სივ­რცე­ში.

მა­გა­ლი­თად, ფეს­ტი­ვალ­ზე მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და 12 ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი და, პა­რა­ლე­ლუ­რად, - ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი უცხო­ე­ლი პროგ­რა­მე­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი ჩა­ტარ­და - ამ პროგ­რა­მე­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს მას­ტერკლა­სე­ბი, თუ რო­გორ, რა ეტაპ­ზე და რო­გო­რი ფილ­მი უნდა გა­აგ­ზავ­ნონ რე­ჟი­სო­რებ­მა პრეს­ტი­ჟულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შან­სი ჰქონ­დეთ. ჩვე­ნი ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნაც ეს არის - გან­ვა­ვი­თა­როთ ინ­დუსტრი­უ­ლი სფე­რო. მა­გა­ლი­თად, სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რე­ბი ან, თუნ­დაც, "სეილ-აგენ­ტე­ბი“, ან სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, უპი­რა­ტე­სო­ბას ყო­ველ­თვის ისეთ ფეს­ტი­ვალს ანი­ჭე­ბენ, სა­დაც ინ­დუსტრი­უ­ლი პლატ­ფორ­მა არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. მარ­ტო იმის­თვის არ ჩა­მოვ­ლენ, რომ სვა­ნეთს ეწ­ვი­ონ და ასეთ ულა­მა­ზეს ბუ­ნე­ბა­ში ნა­ხონ ფილ­მე­ბი, ფილ­მებს ში­ნაც ნა­ხა­ვენ, კომ­პი­უ­ტერ­ში. მაგ­რამ თუკი მათ ეცო­დი­ნე­ბათ, რომ ეს ყო­ველ­მხრივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლია, - ჩა­მოვ­ლენ. სულ სხვა იქ­ნე­ბა, ვთქვათ, კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­დე­საც და­უ­გეგ­მავ ტურს, პი­რო­ბი­თად, შხა­რა­ზე და მას­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რებ სვა­ნეთ­ში. წელს, გარ­და ვორკშო­ფე­ბი­სა, მას­ტერკლა­სე­ბი­სა, ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი­სა და ა. შ. რამ­დე­ნი­მე ტუ­რიც გვქონ­და მთა­ში, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და პროგ­რა­მე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ევ­ლოთ. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან მე, პი­რა­დად, სა­ზღვარ­გა­რეთ, ძა­ლი­ან ბევრ ფეს­ტი­ვალ­ზე ვარ ნამ­ყო­ფი და, მა­გა­ლი­თად, ვინც წელს სვა­ნე­თის ფეს­ტი­ვალ­ზე ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე, თუნ­დაც ქრის­ტო­ფერ ლე­პარ­კი - კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის Director’s Fortnight სექ­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, მარ­ტა ბლე­ი­სი და სხვე­ბი, მათ­თან შეხ­ვედ­რა და მხო­ლოდ გა­მარ­ჯო­ბის თქმაც კი ყვე­ლას­თვის სა­ოც­ნე­ბოა, რად­გან მათ იო­ლად ვერ შეხ­ვდე­ბი ან თუ შეხ­ვდე­ბი, ასე მარ­ტი­ვად არ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან.

mariam-xawvani-kristofer-leparki-karmen-grei-marta-balaga-36029-1659601603.jpg
მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი, ქრის­ტო­ფერ ლე­პარ­კი, კარ­მენ გრეი, მარ­ტა ბა­ლა­გა

- რო­გორ ჩა­ი­ა­რა ფეს­ტი­ვალ­მა, გახ­სნით და­წყე­ბუ­ლი და და­ხურ­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - მახ­სოვს, ღია ცის ქვეშ დიდი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბა გქონ­დათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი...

- გახ­სნის და და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნი­აც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო, ამინდმაც ხელი შეგ­ვი­წყო, რად­გან უა­მინ­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, ასე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი ვერ გა­მო­ვი­დო­და. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თმა სტუ­მარ­მა - ბერ­ლი­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მერ­მა, რო­მე­ლიც "ახალ­გაზ­რდა“ ფეს­ტი­ვა­ლის დო­ნემ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­აკ­ვირ­ვა, სცე­ნა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლაც კი ითხო­ვა და არა მარ­ტო სცე­ნი­დან აღ­ნიშ­ნა, კო­ლე­გებ­საც სწერ­და, არ ვე­ლო­დი ასეთ ლა­მაზ და ორ­გა­ნი­ზე­ბულ ფეს­ტი­ვალ­სო, მერე და­ა­მა­ტა, - ამ­დე­ნი ცნო­ბი­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის ერ­თად ჩა­მოყ­ვა­ნა ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­ხელ­გან­თქმულ ფეს­ტი­ვა­ლებ­საც კი უჭირთ, ამი­ტომ ამ ფეს­ტი­ვალს უკვე ჩემს ფა­ვო­რი­ტებს შო­რის მო­ვი­აზ­რე­ბო. ე.წ. ფი­ჩინ­გებ­მაც სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩა­ი­ა­რა და, შარ­შან­დელ ფეს­ტი­ვალ­თან შე­და­რე­ბით, წელს მას­ში უფრო ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. (გააგრძელეთ კითხვა)