ყირიმში, ცოლმა ქმარი ტაფით, რუსული ოკუპაციის მხარდაჭერის გამო, სცემა - რას წერს "უნიანი" - კვირის პალიტრა

ყირიმში, ცოლმა ქმარი ტაფით, რუსული ოკუპაციის მხარდაჭერის გამო, სცემა - რას წერს "უნიანი"

ყი­რი­მის მა­ცხოვ­რე­ბელ­მა ქალ­მა ქმა­რი ტა­ფით სცე­მა. კონ­ფლიქ­ტის კი რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი ომის შემ­დგომ და­ი­წყო. რო­გორც ირ­კვე­ვა, ქმარ­მა რუს ოკუ­პან­ტებს ქმარ­მა მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და, რა­მაც მისი მე­უღ­ლის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ინ­ფორ­მა­ცი­ას "უნი­ა­ნი" ტე­ლეგ­რა­მის არხ Mash“-ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

სე­ვას­ტო­პო­ლე­ლი ოლე­გი სვეტ­ლა­ნას სამი წლის წინ შეხ­ვდა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ, მაგ­რამ წყვილს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა 24 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო.

რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან ვი­გებთ, გაბ­რა­ზე­ბულ­მა ქალ­მა ჯერ ქმა­რი ტა­ფით სცე­მა, შემ­დეგ კი სახ­ლსა და ეზო­ში ნიჩ­ბით მოგ­ლი­ჯა ყვე­ლა დრო­შა, რომ­ლებ­ზეც Z და V ასო­ე­ბი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. ამის შემ­დეგ ყი­რი­მელ­მა ქალ­მა ქმრის მან­ქა­ნას ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და მას­ზე გა­დაკ­რუ­ლი ყვე­ლა პრო­რუ­სუ­ლი სტი­კე­რი წა­შა­ლა.

რო­დე­საც მა­მა­კა­ცი გონს მო­ვი­და, პო­ლი­ცი­ა­ში მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ სტი­კე­რებს იყიდ­და.

UNIAN-ი ცნო­ბით, კაცი ცო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სპე­ცი­ა­ლუ­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქამ­დეც სთხოვ­და ითხოვს, ამ­ბობ­და, - ქალი "ან­ტი­რუ­სულ გან­წყო­ბებს“ ამ­ჟღავ­ნებს, სა­ერ­თო შვილს კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებ­სო... (წყარო)