"რანაირია ეს ცხოვრება, ბოლოს როდის ვნახე მამუკა და როდის ჩამეხუტა, აღარც მახსოვს, არადა, ცოტაა მისნაირი თბილი და მოსიყვარულე"
დღეს, საქართველო მამუკა ონაშვილს გამოეთხოვა. მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. ონაშვილის ახლობლები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ მასზე მოგონებებს, გამოსათხოვარ წერილებს და ერთად გადახდენილ ამბებს ჰყვებიან. მათ შორის არის, მისი ბიძაშვილის შვილი ირინა ონაშვილი, რომლისგანაც პირველად გაიგო საზოგადოებამ, რომ ხელოვანი ავარიაში მოჰყვა.
ირინა ონაშვილი:
"მართლა წამია ეს წუთისოფელი, რაღაცნაირად ვფიქრობდი ახლა და სინანულის შეგრძნება შემომაწვა, რანაირია ეს ცხოვრება, ბოლოს როდის ვნახე მამუკა და როდის ჩამეხუტა, აღარც მახსოვს, არადა, ცოტაა მისნაირი თბილი და მოსიყვარულე. ვერც დაგემშვიდობე დღეს, მაპატიე სულ ვიამაყებ შენით, სულ ჩვენს გულებში იქნები...", - წერს ონაშვილი.
მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი 30 ივლისს, ნატახტართან მომხდარ მძიმე ავარიას ემსხვერპლა. მამუკა ონაშვილს დღეს, მახათაზე მდებარე პანთეონში დაკრძალავენ.