"40-კილოიანი საპატარძლო კაბა მეცვა" - იაპონელების მიერ გადახდილი ქორწილი და "დოლით დაბადებული" ბიჭის ოჯახი - კვირის პალიტრა

"40-კილოიანი საპატარძლო კაბა მეცვა" - იაპონელების მიერ გადახდილი ქორწილი და "დოლით დაბადებული" ბიჭის ოჯახი

ქუთაისის აია არენაზე რაგბიში საქართველო-პორტუგალიის ნაკრებთა თამაშს თან ახლდა 85 მუსიკოსისგან შემდგარი, ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "გენის"'აღსაზრდელთა გამოსვლა, რომლებმაც ქართული რითმების დოლზე შესრულებით უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს გულშემატკივრებზე. ანსამბლი "გენი" ერთი დიდი ოჯახია, მისი ხელმძღვანელები კი ულამაზესი წყვილი - ნინო სურგულაძე და გიორგი ონიანი არიან. მათ დაოჯახებას თურმე, მრავალწლოვანი სიყვარული უძღოდა წინ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

screenshot-20220716-104128-facebook-1659611197.jpg

"ოცი წლის წინ, როცა 13 წლის ვიყავი, მსოფლიო ხალხთა ცეკვების ანსამბლში გადაიკვეთა ჩემი და გიორგის გზები, საიდანაც მე უკვე წამოსული ვიყავი, ხოლო გიორგი ახალი მისული გახლდათ და იმ მიზეზით, რომ ანსამბლიდან სოლისტი წავიდა, მისი პარტიის შესასრულებლად ერთჯერადად მიმიწვიეს. პირველი შეხვედრისთანავე აშკარა გახდა ჩვენი ურთიერთსიმპათია, თუმცა ჩემი ასაკის გამო, ამაზე მაშინ სერიოზულად არ მიფიქრია..."

"ჩვენი პირველი ერთობლივი გასტროლი იაპონიაში დაიგეგმა და როცა მასპინძლებმა გაიგეს, რომ შეყვარებულები ვიყავით, ჩვენთვის იაპონური ქორწილის გადახდა დაგეგმეს. თავიდან სერიოზულად არც აღგვიქვია ეს ყველაფერი, მაგრამ როცა მზადებას შეუდგნენ, საქორწინო სამოსისთვის ზომები აგვაღებინეს, უკვე აშკარა გახდა, რომ მათ თავიანთი ტრადიციებისამებრ, ბუდისტურად დაგვწერეს ჯვარი და ასე გადაგვიხადეს იაპონური ქორწილი..."

fb-img-1657976895986-copy-1659611169.jpg

"ვერ ვიტყვი, რომ გიორგის ჩემზე მეტად უყვარს დოლი (იცინის), თუმცა ამ ინსტრუმენტს ყოველთვის აღმერთებდა. მაგალითად, მისი დადება ხუთი წამითაც კი არ შეიძლებოდა სადმე ჭუჭყიან ადგილას, მანქანაშიც და ყველგან საპატიო ადგილი სულ ჰქონდა და დღემდე ასეა; დოლს ისე ექცევა, როგორც სულიერ არსებას, ასე რომ, დოლის გარდა სხვა რამეზე ან ვინმეზე ეჭვიანობის საბაბი არასოდეს მქონია (იცინის)..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 4 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ლიკა ჯანანაშვილი