"ის რუსები, რომლებიც რუსეთიდან ბოლშევიკებს "გამოექცნენ", აქედან არსად გაქცევიან ბოლშევიკებს... ისევ ქართველებს მოგვიწევს გაქცევა" - რას წერს ნიკა მელია - კვირის პალიტრა

"ის რუსები, რომლებიც რუსეთიდან ბოლშევიკებს "გამოექცნენ", აქედან არსად გაქცევიან ბოლშევიკებს... ისევ ქართველებს მოგვიწევს გაქცევა" - რას წერს ნიკა მელია

ის რუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თი­დან ბოლ­შე­ვი­კებს "გა­მო­ექ­ცნენ" აქე­დან რა­ტომ­ღაც აღარ­სად გაქ­ცე­ვი­ან ბოლ­შე­ვი­კებს, ზუს­ტად ასე მო­იქ­ცე­ვი­ან პუ­ტინს "გა­მოქ­ცე­უ­ლი" რუ­სე­ბიც. აქე­დან არა­ვინ გა­ექ­ცე­ვა პუ­ტინს... ისევ ქარ­თვე­ლებს მოგ­ვი­წევს აქე­დან გაქ­ცე­ვა, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე წერს, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლას ეხ­მა­უ­რე­ბა.

ნიკა მე­ლი­ას მა­გა­ლი­თად 1920 წელს, ოკუ­პა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, მარო მა­ყაშ­ვი­ლის დღი­ურ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი მოჰ­ყავს, რო­მელ­შიც ის თბი­ლის­ში რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებ­ზე სა­უბ­რობს.

"ეროვ­ნუ­ლი გმი­რი მარო მა­ყაშ­ვი­ლი თა­ვის დღი­ურ­ში, 1920 წლის 16 აპ­რილს, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, რუ­სებ­ზე ასეთ რა­მეს წერს: თბი­ლი­სი აივ­სო რუსი ლტოლ­ვი­ლე­ბით, კავ­კა­სი­ი­დან, როს­ტო­ვი­დან, ეკა­ტი­რე­ნო­და­რი­დან და სხვ. სულ აქ არი­ან. ქუ­ჩა­ში თუ გავა ადა­მი­ა­ნი, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე უცხო ტო­მე­ბი, მდიდ­რე­ბი, კარ­გად ჩაც­მუ­ლე­ბი. გა­მო­ექ­ცნენ ბოლ­შე­ვი­კებს. ყვე­ლა­ნი ჩვენ­სკენ მორ­ბი­ან. აქ კარ­გი თავ­შე­სა­ფა­რია, ჩვენც ყვე­ლას ვი­ღებთ, ვუ­მას­პინ­ძლდე­ბით. სხვა­თა შო­რის, ჩა­მო­ვიდ­ნენ არ­ტის­ტე­ბი მოს­კო­ვის სამ­ხატ­ვრო თე­ატ­რის კა­ჩა­ლოვ­თან ერ­თად. ისი­ნი ამ­ბო­ბენ: ჩვენ სა­ში­ნე­ლი წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ზეო. გვე­გო­ნა, აქ ყვე­ლა მხე­ცე­ბია, ამო­ღე­ბუ­ლი ხან­ჯლე­ბით დარ­ბი­ა­ნო და დღე სახ­ლებ­ში უვარ­დე­ბი­ან, ჰკლა­ვენ, სძარ­ცვა­ვე­ნო.

სიზ­მარ­ში გვე­გო­ნა თავი, აქ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბაა. ყვე­ლა­ფე­რია, მხი­ა­რუ­ლო­ბენ, სი­ჩუ­მეა. ერ­თმა თქვა, რომ ჯერ ვერ შე­ვეჩ­ვიე ამ სი­ჩუ­მე­სო, მა­შინ რო­დე­საც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მარ­ტო სრო­ლა ის­მის. მიკ­ვირს, რომ დღი­სით გა­რეთ ვარო, ხალ­ხს ვხე­და­ვო, მო­სი­ა­რუ­ლეს, მო­ცი­ნა­რეს. სა­მო­თხეა, სა­მო­თხე. რა­ტომ ადრე არა ვი­ცო­დით. როცა რა­ში­მე დავ­ჭირ­დე­ბით, მა­შინ დაგ­ვა­ფა­სე­ბენ ხოლ­მე, ცხო­ვე­ლე­ბი, პი­რუ­ტყვე­ბი ვე­გო­ნეთ. ესეც შენი ხალ­ხი, რო­მე­ლის ერთ დროს ქვე­შევ­რდომ­ნი ვი­ყა­ვით, “პა­ტა­რა პა­რი­ზიც” და­არ­ქვეს. ფული ბლო­მად აქვთ. არა­ფერს ზო­გა­ვენ. ხელ­გაშ­ლი­ლად ცხოვ­რო­ბენ

ამის და­წე­რი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ბოლ­შე­ვი­კებ­მა სა­ქარ­თვე­ლოც და­ი­პყრეს და გა­ა­წით­ლეს. ის რუ­სე­ბი კი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თი­დან ბოლ­შე­ვი­კებს "გა­მო­ექ­ცნენ" აქე­დან რა­ტომ­ღაც აღარ­სად გაქ­ცე­ვი­ან ბოლ­შე­ვი­კებს... ზუს­ტად ასე მო­იქ­ცე­ვი­ან პუ­ტინს "გა­მოქ­ცე­უ­ლი" რუ­სე­ბიც. აქე­დან არა­ვინ გა­ექ­ცე­ვა პუ­ტინს... ისევ ქარ­თვე­ლებს მოგ­ვი­წევს აქე­დან გაქ­ცე­ვა თუ ყვე­ლა დრო­უ­ლად არ გა­მოვ­ფხიზ­ლდით რო­გორც სა­ჭი­როა და საფრ­თხე არ გა­ვი­სიგ­რძე­გა­ნეთ“, - წერს ნიკა მე­ლია.