ავტომობილი 2 ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, მათგან ერთი ადგილზე დაიღუპა - კვირის პალიტრა

ავტომობილი 2 ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, მათგან ერთი ადგილზე დაიღუპა

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა, მათგან ერთი - ასაკოვანი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"