"თუკი სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო - უბრალოდ, შენობას გარედან აწერია სასამართლო" - კვირის პალიტრა

"თუკი სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო - უბრალოდ, შენობას გარედან აწერია სასამართლო"

თუკი სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო - უბრალოდ, შენობას გარედან აწერია სასამართლო, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიაჩიას თქმით, მთავარი პრობლემა, რაც საქართველოს სასამართლოს აქვს, ეს მისი დამოუკიდებლობაა.

"ჩვენ მხოლოდ ეს პრობლემა გვაქვს გამოსასწორებელი - შენობას გარედან რომ აწერია სასამართლო, ნამდვილი სასამართლო უნდა გავხადოთ", - აღნიშნა ხვიაჩიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

IPN