"არანაირი გავლენიანი ჯგუფი სასამართლო სისტემაში არ არსებობს - ამას ვერავინ ადასტურებს!" - კვირის პალიტრა

"არანაირი გავლენიანი ჯგუფი სასამართლო სისტემაში არ არსებობს - ამას ვერავინ ადასტურებს!"

არანაირი გავლენიანი ჯგუფი სასამართლო სისტემაში არ არსებობს - ამას ვერავინ ადასტურებს, - ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტში გააკეთა, სადაც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

მიქაუტაძის აზრით, წლიდან წლამდე სასამართლო უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება. "ამას ხელი სწორად და კარგად განხორციელებულმა რეფორმებმა შეუწყო. მრავალი წელია გვესმის მოსაზრებები სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის შესახებ, თუმცა არც ერთი არგუმენტი, არც ერთი ფაქტი არ მოგვისმენია. სასამართლო სისტემა ყოველთვის ზრუნავს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე. არსებობს მიზანმიმართული ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმა და დამოუკიდებლობის გაძლიერება", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

IPN