ვინ არიან აბიტურიენტები, რომელთაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს - კვირის პალიტრა

ვინ არიან აბიტურიენტები, რომელთაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს

2022 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა და აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა ძი­რი­თად საგ­ნებ­ში თა­ვი­ან­თი შე­ფა­სე­ბის შე­სა­ხებ უკვე გა­ი­გეს. გა­გაც­ნობთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლებ­მაც გა­მოც­დებ­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღეს. ისი­ნი გვიყ­ვე­ბი­ან, რა გზა გა­ი­ა­რეს და რა ეხ­მა­რე­ბო­დათ ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში:

შალ­ვა წე­რე­თე­ლი 2022 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტია. მან ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში 59, უცხო­ურ ენა­ში 80, ხოლო მა­თე­მა­ტი­კა­ში 51 ქუ­ლის აღე­ბა შეძ­ლო. კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა და ახლა -0:01 ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა:

- უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­მი­ღია, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ სწავ­ლას ეკო­ნო­მი­კის, ან პროგ­რა­მი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებ. მა­თე­მა­ტი­კა ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით უამ­რავ ოლიმ­პი­ა­და­ში გა­ვი­მარ­ჯვე, რა­მაც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა ამ სფე­რო­ში. სწო­რედ კო­მა­რო­ვის სკო­ლის სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მა­თე­მა­ტი­კა­ში მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მი­ვი­ღე. ძი­რი­თად ყუ­რა­დღე­ბას მა­ინც ინ­გლი­სურ­სა და ქარ­თულს ვუთ­მობ­დი. ინ­გლი­სუ­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ქულა ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი კერ­ძო მას­წავ­ლებ­ლის, ია მუ­ჯი­რის, დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც მოთ­მი­ნე­ბით იტან­და ჩემს კო­მა­რო­ვის სკო­ლის დატ­ვირ­თუ­ლი გან­რი­გის გამო შე­უს­რუ­ლე­ბელ და­ვა­ლე­ბებს და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა ჩემი ცოდ­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რად სრულ­ყო­ფის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულს, მხო­ლოდ ბოლო ერთი წელი ვემ­ზა­დე­ბო­დი და სწო­რედ ჩემს რე­პე­ტი­ტორს მი­უ­ძღვის უდი­დე­სი წვლი­ლი ამ წარ­მა­ტე­ბა­ში, ასე­ვე ჩემი სკო­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მას­წავ­ლე­ბელ­საც, რად­გან კო­მა­როვ­ში არა მხო­ლოდ ფი­ზი­კა და მა­თე­მა­ტი­კა, არა­მედ სხვა საგ­ნე­ბიც უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ის­წავ­ლე­ბა. ლექ­ცი­ებ­ზე რო­გორც საპ­როგ­რა­მო, ისე არა­საპ­როგ­რა­მო მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც ვეც­ნო­ბო­დით და გან­ვი­ხი­ლავ­დით, რა­მაც ჩემი ცნო­ბი­ე­რე­ბა კი­დევ უფრო აა­მაღ­ლა და ნა­წარ­მო­ე­ბის ღრმა ანა­ლი­ზის უნა­რი გა­მო­მი­მუ­შა­ვა, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მოც­და­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად. მო­მა­ვალ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვურ­ჩევ­დი, რომ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად იშ­რო­მონ, საქ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დონ და შე­დეგ­ზე არ ინერ­ვი­უ­ლონ, რად­გან მათი შრო­მა ყო­ველ­თვის და­ფას­დე­ბა.

გეგა ორ­მო­ცა­ძემ კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა-პან­სი­ო­ნი და­ამ­თავ­რა და პროგ­რა­მი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას. ისიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წა­რა­ტე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტია. მა­თე­მა­ტი­კა­ში - 51, ქარ­თულ­ში - 59, ინ­გლი­სურ­ში 77 ქულა აქვს და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას მო­მა­ვალ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს უზი­ა­რებს:

- ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში შრო­მა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. თუმ­ცა, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, ცოდ­ნას­თან ერ­თად, ბევ­რი სხვა­დას­ხვა უნა­რია სა­ჭი­რო. მთა­ვა­რია, თი­თო­ე­ულ დე­ტალს კარ­გად და­უ­ფიქ­რდე და არ გა­მოგრჩეს ისე­თი რამ, რაც შე­დეგ­ზე გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. უნდა სცა­დო, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბის ფონს დას­ძლიო და გა­მო­ი­ყე­ნო იმ ცოდ­ნი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი, რაც გაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა თი­თე­ულ სა­განს, ქარ­თულ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რი მიდ­გო­მა და­მეხ­მა­რა. ვფიქ­რობ­დი, რომ თე­მებ­სა და ესე­ებს კარ­გად ვერ ვწერ­დი, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელ­მა ეს სა­გა­ნი სულ სხვა კუ­თხით და­მა­ნა­ხა. სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე ვი­მუ­შა­ვეთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, პროგ­რე­სი მქო­ნო­და. განაგრძეთ კითხვა