"როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა" - კვირის პალიტრა

"როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა"

როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი, ეს არის გოიმობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ვინც კანონს დაარღვევს და კანონმდებლობის პრინციპებს დაუპირისპირდება ამაზე რეაგირება ექნება.

“ როდესაც ვიღაცას მიაჩნია, რომ 142 მილიონი ადამიანი მარტო ეთნიკური წარმომავლობის გამო არის ცუდი ეს არის გოიმობა. რაც შეეხება განცხადებებს და კანონის დარღვევას, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ვინც არ უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ვინც კანონს დაარღვევს და კანონმდებლობის პრინციპებს დაუპირისპირდება, ამას რეაგირება ექნება. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება“,- აღნიშნავს კობახიძე.

IPN