"20 ათასი კაცი იყო შეკრებილი პარლამენტის წინ, როცა მათ დავით არახამიამ რუსულ ენაზე მიმართა და რატომ არ გააჟრიალა არავის?" - კვირის პალიტრა

"20 ათასი კაცი იყო შეკრებილი პარლამენტის წინ, როცა მათ დავით არახამიამ რუსულ ენაზე მიმართა და რატომ არ გააჟრიალა არავის?"

20 ათასი კაცი იყო შეკრებილი პარლამენტის წინ, როდესაც მათ დავით არახამიამ რუსულ ენაზე მიმართა - რატომ არ გააჟრიალა არავის? ეს არის ორმაგი სტანდარტი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს„რუსოფობია არის ქსენოფობიის ერთ-ერთი მიმართულება“.

„დღეს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამისვა კითხვა რუსულ ენასთან დაკავშირებით. როგორ აჟრიალებთ ვიღაცებს რუსულ ენაზე. შეგახსენებთ, რომ 20 ათასი კაცი იყო შეკრებილი პარლამენტის წინ, როდესაც მათ დავით არახამიამ მიმართა რუსულ ენაზე და არავის გააჟრიალა. რატომ არ გააჟრიალა არავის? ეს არის ორმაგი სტანდარტი. ხელოვნურად ხდება პრობლემების წარმოქმნის მცდელობა. ქსენოფობია და შოვინიზმი თითიდან გამოწოვილია“,- აღნიშნავს კობახიძე.

IPN