"გირჩი" და "მოქალაქეები" ამბობენ, დაბრუნდეს ივანიშვილი პოლიტიკაში და ჩვენ ვუარობთ დიდის ამბით, წარმოუდგენელი ამბავია, სასაცილოა, ირონიულია" - კვირის პალიტრა

"გირჩი" და "მოქალაქეები" ამბობენ, დაბრუნდეს ივანიშვილი პოლიტიკაში და ჩვენ ვუარობთ დიდის ამბით, წარმოუდგენელი ამბავია, სასაცილოა, ირონიულია"

„გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამბობენ - დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და ჩვენ ვუარობთ დიდის ამბით, წარმოუდგენელი ამბავია, სასაცილოა, ირონიულია, - ასე პასუხობს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე "მოქალაქეების“ და „გირჩის“ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში თავის დროზე არ უნდა მოსულიყო იმიტომ, რომ „გააუბედურა ეს ქვეყანა და ბნელი წარსული, ბნელი ისტორია დაუტოვა“.

„გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამბობენ - დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და ჩვენ ვუარობთ დიდის ამბით, წარმოუდგენელი ამბავია, სასაცილოა, ირონიულია, არასერიოზული განცხადებაა. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს თუ არ წავიდეს, ამაში სხვა ვერავინ ჩაერევა, მისი გადასაწყვეტია. მე რომ მკითხოთ, თავის დროზე არ უნდა მოსულიყო მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში, იმიტომ, რომ გააუბედურა ეს ქვეყანა - ბნელი წარსული და ბნელი ისტორია დაუტოვა ამ ქვეყანას. ჩემო დამოკიდებულება ესაა. „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ჭკუაზე ივლის სააკაშვილი-თქო, ალბათ, ამ პროგნოზს ვერავინ გააკეთებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

IPN