ექიმმა კლინიკის გენერალური დირექტორი დაჭრა - რა მოხდა კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში? - კვირის პალიტრა

ექიმმა კლინიკის გენერალური დირექტორი დაჭრა - რა მოხდა კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში?

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომუშავე ექიმმა კლინიკის გენერალური დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი, გიორგი გალდავა დაჭრა. გიორგი გალდავას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ხელის არეში აღენიშნება. მას ამ დროისთვის სამედიცინო ჩარევა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"