"მე არა­ვის­თან უთან­ხმო­ე­ბას არ ვცდი­ლობ" - უძღვოდა თუ არა წინ დაპირისპირება ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლას? - კვირის პალიტრა

"მე არა­ვის­თან უთან­ხმო­ე­ბას არ ვცდი­ლობ" - უძღვოდა თუ არა წინ დაპირისპირება ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლას?

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე "და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტს ტო­ვებს. მას დრო­ე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებს თა­მარ გა­ბუ­ნია, რო­მე­ლიც აქამ­დე ჯან­დაც­ვის მი­ნიტ­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ღირ­სე­უ­ლად ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას და ეს კავ­შირ­ში არ არის "პან­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდ­თან ან პან­დე­მი­ის დროს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან“. ამის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრმა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.მი­სი­ვე თქმით, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბით ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას.

"გუ­შინ გვქონ­და სა­უ­ბა­რი. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს ქვეყ­ნის, ხალ­ხის წი­ნა­შე. ის ამ სის­ტე­მა­შია 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან. ჩვენ გუ­შინ გვქონ­და სა­უ­ბა­რი, თუ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და მისი ცვლი­ლე­ბა. შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო რომ მსგავ­სი სა­უ­ბა­რი გვქონ­და. ეს ცვლი­ლე­ბა და­ვა­დას­ტუ­რე. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს სა­მი­ნის­ტროს. თა­მარ გა­ბუ­ნია შე­ას­რუ­ლებს მის მო­ვა­ლე­ო­ბას. ამ ეტაპ­ზე ის იქ­ნე­ბა მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. ეს არ არის კავ­შირ­ში პან­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდ­თან ან პან­დე­მი­ის დროს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან. ღირ­სე­უ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და თა­ვის ქვე­ყა­ნას და ღირ­სე­უ­ლად ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას. ას­პა­რეზსს სხვა ადა­მი­ა­ნებს უთ­მობს. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბით ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას“,- აღ­ნიშ­ნავს მი­ნის­ტრი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის პოს­ტი­დან წას­ვლის მი­ზე­ზი გახ­და პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და გამ­ყრე­ლი­ძეს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა, რო­მე­ლიც კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბას შე­ე­ხე­ბო­და. კერ­ძოდ, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ითხოვ­და შე­ზღუდ­ვე­ბის ხე­ლა­ხალ და­წე­სე­ბას, მთავ­რო­ბა კი ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო.

უძღვო­და თუ არა რე­ა­ლუ­რად უთან­ხმო­ე­ბა მის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მას - ამ კი­თხვით მივ­მარ­თეთ თა­ვად ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს, რო­მელ­მაც მკა­ფიო და ერ­თნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი არ გაგ­ვცა და ასე გვი­პა­უ­ხა : "მე არა­ვის­თან უთან­ხმო­ე­ბას არ ვცდი­ლობ და არ მაქვს. შე­მიძ­ლია გან­ხილ­ვა, აკა­დე­მი­უ­რი კა­მა­თი და კონ­სენ­სუ­სამ­დე მის­ვლა." - გვი­თხა მან და დას­ძი­ნა, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე დე­ტა­ლუ­რად მო­მა­ვალ კვი­რა­ში ილა­პა­რა­კებს. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს 2013 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.