როგორ ეხმაურებიან "და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტიდან ამირან გამყრელიძის წასვლას მედიკოსები? - კვირის პალიტრა

როგორ ეხმაურებიან "და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტიდან ამირან გამყრელიძის წასვლას მედიკოსები?

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე "და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტს ტო­ვებს. მას დრო­ე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებს თა­მარ გა­ბუ­ნია, რო­მე­ლიც აქამ­დე ჯან­დაც­ვის მი­ნიტ­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ღირ­სე­უ­ლად ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას და ეს კავ­შირ­ში არ არის "პან­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდ­თან ან პან­დე­მი­ის დროს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან“. ამის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრმა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში გამოუეხმაურა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლას და მას მადლობა გადაუხადა.

"მადლობა თქვენი ღირსებისთვის, პროგრესისკენ მუდმივი სწრაფისთვის, ახალგაზრდების უანგარო ხელშეწყობისთვის!"

ამირან გამყრელიძეს საჯარო მადლობას მადლობას უხდის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძეც.

"დიდი მადლობა ყველაფრისთვის"- წერს ქაშიბაძე სოციალურ ქსელში.