"ცივი ომი" ვიქტორია ბეკჰემსა და მის რძალს შორის - ბეკჰემის ოჯახში სკანდალია - კვირის პალიტრა

"ცივი ომი" ვიქტორია ბეკჰემსა და მის რძალს შორის - ბეკჰემის ოჯახში სკანდალია

ვიქ­ტო­რია ბეკ­ჰემ­სა და მის რძალს, ნი­კო­ლა პულს შო­რის კე­დე­ლი აღი­მარ­თა და რო­გორ გა­მო­ცე­მა page six წერს, მათ შო­რის "ცივი ომია.“

ნი­კო­ლა პულ­ცი ბეკ­ჰე­მე­ბის რძა­ლი ახ­ლა­ხანს გახ­და. ის დე­ვი­დი­სა და ვიქ­ტო­რი­ას უფ­რო­სი ვა­ჟის, ბრუკ­ლინ ბეკ­ჰე­მის ცო­ლია, მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნი­კო­ლა­სა და ვი­კის შო­რის ქორ­წი­ლამ­დეც და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო.

bekhem11-60886-1659772001.jpg

“ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ვერ იტა­ნენ და არც ელა­პა­რა­კე­ბი­ან“, - ამ­ბობს წყა­რო ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ნი­კო­ლა პულცს არ სურ­და რომ ქორ­წი­ლის და­გეგ­მვის რო­მე­ლი­მე ნა­წილ­ში ჩარ­თუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მისი დე­დამ­თი­ლი და ამი­ტო­მაც, მათ შო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია იყო.

victoria-beckham-and-david-beckham-attend-the-gq-men-of-the-news-photo-1568556651-1659772001.jpg

ქორ­წი­ლის შემ­დეგ კი რძალ-დე­დამ­თილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თოდ შე­წყდა.

ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო მა­შინ გარ­თულ­და, როცა ბრუკ­ლინ ბეკ­ჰემ­მა ერთ ერთ-გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვის ცოლს ახა­ლი მი­სის ბეკ­ჰე­მი უწო­და. რო­გორც ტაბ­ლო­ი­დი წერს, ეს ვიქ­ტო­რი­ას სას­ტი­კად არ მო­ე­წო­ნა.

brooklyn-beckham-nicola-peltz-1659772001.jpg

წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პულ­ცი ეჭ­ვი­ა­ნობს, რად­გა­ნაც ვიკი მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლია. მე­დი­ის ცნო­ბით, ბეკ­ჰე­მე­ბის რძალს შურს იმ სიყ­ვა­რუ­ლის, რომ­ლი­თაც მისი დე­დამ­თი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სარ­გებ­ლობს. (წყარო)