“იარაღი თან არ ჰქონია, წავიდა და 3 საათში დაბრუნდა - მომხდარის მერე მისი შვილი მოსასულიერებელი გახდა” - რა გახდა ექიმებს შორის დაპირისპირების მიზეზი? - კვირის პალიტრა

“იარაღი თან არ ჰქონია, წავიდა და 3 საათში დაბრუნდა - მომხდარის მერე მისი შვილი მოსასულიერებელი გახდა” - რა გახდა ექიმებს შორის დაპირისპირების მიზეზი?

AMBEBI.GE-სთვის კა­ნი­სა და ვე­ნე­რი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა დის­პან­სერ­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი გალ­და­ვა დაჭ­რის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი თე­ი­მუ­რაზ ბეჟა­ნი­ძეა.

და­პი­რის­პი­რე­ბა გი­ორ­გი გალ­და­ვას კა­ბი­ნეტ­ში მოხ­და, რა­საც სრო­ლა მოჰ­ყვა. სრო­ლის შე­დე­გად გალ­და­ვა მხარ­შია დაჭ­რი­ლი.

კლი­ნი­კის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გვი­ამ­ბობს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებს:

- ამ ინ­ცი­დენ­ტი­დან ცოტა ხნის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ გოგა (გი­ორ­გი გალ­და­ვა) დაჭ­რი­ლი იყო. გა­ფით­რე­ბუ­ლი შემ­ხვდა ექთა­ნი და მან მი­თხრა, გო­გას ეს­რო­ლე­სო. პი­რა­დად არ შევ­სწრე­ბი­ვარ ფაქტს, რა მოხ­და, დე­ტა­ლე­ბი იცის გო­გამ და თე­მურ­მა. გოგა რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა ალ­ბათ იტყვის რაც მოხ­და. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ფაქტს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

პი­რა­დად არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, ადრე არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მათ შო­რის არ ყო­ფი­ლა. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ოჯა­ხე­ბი არი­ან. თე­მუ­რის შვი­ლი, ზვი­ა­დი ბეჟა­ნი­ძე, გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია, გო­გას­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ფაქ­ტი გო­გას კა­ბი­ნეტ­შია მომ­ხდა­რი. არა­ვის და­უ­ნა­ხავს, არა­ვინ შეს­წრე­ბია ფაქტს. სრო­ლის ხმა­ზე შე­ვიდ­ნენ კა­ბი­ნეტ­ში და მა­შინ ნა­ხეს გოგა დაჭ­რი­ლი რომ იყო. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მოხ­და ეს ფაქ­ტი, გო­გას კა­ბი­ნეტ­ში და გვერ­დით კა­ბი­ნე­ტებ­ში გა­ი­კეს სრლის ხმა.

ზო­გა­დად გოგა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლია, ყვე­ლას პატ­რო­ნია, 80 წლის ხდე­ბა თე­მუ­რი და ვვა­რა­უ­დობთ რომ არა­დექ­ვა­ტუ­რი გა­გე­ბა ჰქონ­და. იმ დღეს გან­ცხა­დე­ბა და­ი­წე­რა თე­მუ­რის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და შვილ­მა, ზვი­ად­მა უთხრა ეს ამ­ბა­ვი მა­მას. უხე­შა­დაც არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. აუხ­სნი­ათ მის­თვის, რომ ან­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, მერე ზვი­ა­დი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა თა­ვის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში და გა­უგ­რძე­ლე­ბია მუ­შა­ო­ბა. ამის შემ­დეგ მოხ­და ეს ტრა­გე­დია. რო­გორც ვი­ცით, ია­რა­ღი თან არ ჰქო­ნია, რო­გორც ჩანს, ამის შემ­დეგ წა­ვი­და და სა­დღაც 3 სა­ათ­ში დაბ­რუნ­და უკან.

შე­ვი­და გო­გას კა­ბი­ნეტ­ში. სხვა დროს არა­სო­დეს გვი­ნა­ხავს ია­რა­ღი მის ხელ­ში, აუხ­სნე­ლია მისი ქმე­დე­ბა. ვერც თე­მუ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვერ ხსნი­ან, ვერც გო­გას ახ­ლობ­ლე­ბი, ვერც ჩვენ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვერ ვხნით. 2 წლის წინ ინ­სულ­ტი ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი თე­მუ­რის და შე­იძ­ლე­ბა ამის გა­მოც იყო. ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს მი­ზეზს. თვი­თო­ნაც მის­ცე­მენ ჩვე­ნე­ბებს და გა­ირ­კვე­ვა რა მოხ­და. გო­გას ნამ­სხვრე­ვი ჭრი­ლო­ბა აქვს მკლავ­ზე, მას გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს და არც ბევ­რი სის­ხლი და­უ­კარ­გავს, თვი­თონ თე­მუ­რის შვილ­მა ზვი­ა­დამ და­ა­დო ლახ­ტი და შე­უ­ჩე­რა სის­ხლდე­ნა, მან იზ­რუ­ნა გო­გა­ზე. მაგ­რამ იმ­დე­ნად გა­ნი­ცა­და ეს ამ­ბა­ვი ზვი­ად­მა, რომ თვი­თონ მო­სა­სუ­ლი­ე­რე­ბე­ლი გახ­და და გული წა­უ­ვი­და. გოგა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნია, 52 წლის არის, ოეპ­რა­ცია გა­უ­კეთ­და და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მთა­ვა­რია გა­დარ­ჩა, მკლავ­ზე ნამ­სხვრე­ვი ჭრი­ლო­ბაა.

- ჩხუ­ბის ხმა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ი­გეს?

- რა­საც ამ­ბო­ბენ, შე­ვი­და თე­მუ­რი გო­გას კა­ბი­ნეტ­ში, და­ე­ლა­პა­რა­კა, კა­მა­თის ხმა იყო, მაგ­რამ არა­ვის წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ თე­მუ­რის შე­ეძ­ლო ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ამით დას­რულ­და. რომ ეს­რო­ლა იმის შემ­დეგ გა­მო­ვი­და კა­ბი­ნე­ტი­დან, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და იქა­უ­რო­ბაც და­ტო­ვა. აღელ­ვე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებს არ მი­უქ­ცე­ვი­ათ მის­თვის ყუ­რა­დღე­ბა, ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა გო­გას­კენ იყო გა­და­ტა­ნი­ლი. აუხ­სნე­ლი ქმე­დე­ბაა რაც მოხ­და. ასეთ ადა­მი­ა­ნად არ ვიც­ნობ­დით თე­მურს. არ იყო კონ­ფლიქ­ტუ­რი. ცოტა გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ექი­მიც იყო, პა­ტივ­სა­ცე­მი. მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ჰქონ­და ცალ­კე კა­ბი­ნე­ტი, ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო და ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და. ზო­გა­დად გოგა არის ასე­თი, არ აწყე­ნი­ნებს თა­ნამ­შრო­მელს, რე­ფორ­მა ხდე­ბა ჩვენ­თან, კად­რე­ბის ცვლაა და ალ­ბათ ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ გა­ენ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. (გააგრძელეთ კითხვა)