"როცა ირაკლის და ლიზას ამხელა სიყვარული თვალსაჩინო გახდა, არ ვიცი, რა ძალა უნდა ყოფილიყო, რომ აქ ნაკლი ეპოვათ" - კვირის პალიტრა

"როცა ირაკლის და ლიზას ამხელა სიყვარული თვალსაჩინო გახდა, არ ვიცი, რა ძალა უნდა ყოფილიყო, რომ აქ ნაკლი ეპოვათ"

გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა. დღეს ჯან­მრთე­ლია და თავს კარ­გად გრძნობს. ორი კვი­რის წინ ის ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ა­სა და ლიზა ჩი­ჩუ­ას ქორ­წი­ლის მეჯ­ვა­რეც გახ­ლდათ და ყვე­ლამ ნახა, თუ რო­გორ მშვე­ნი­ერ ფორ­მა­შია. გი­ორ­გი ახლა AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია, გვიყ­ვე­ბა, რო­გორ შეძ­ლო მძი­მე სე­ნის და­მარ­ცხე­ბა, ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ რო­გორ გრძნობს თავს და რო­გორ აფა­სებს თა­ვის, რო­გორც მეჯ­ვა­რის როლს ულა­მა­ზე­სი წყვი­ლის - ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რი­ა­სა და ლიზა ჩა­ჩუ­ას ქორ­წილ­ში:

- გი­ორ­გი, რო­გორ გრძნობთ თავს?

- "ჩემ­ში ღმერ­თის გე­ნია,/ არ მა­ში­ნებს გე­ნია,/ მწამს, რომ ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი/ მკვდრე­თით აღ­მად­გე­ნია" - ასე რომ, ყვე­ლა­ნი ღვთის შვი­ლე­ბი ვართ. ადა­მი­ან­ში არის საღ­მრთო სული. სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლია, იქ ღმერ­თია, სა­დაც ღმერ­თია, იქ გა­მარ­ჯვე­ბაა. მენ­დეთ, თუ ადა­მი­ანს რა­ი­მე და­ა­ტყდე­ბა თავს და მორ­ჩი­ლად, სიყ­ვა­რუ­ლით მი­ი­ღებს მას და არ და­ი­წყებს სა­კუ­თა­რი თა­ვის გლო­ვას, მი­ენ­დო­ბა უფალს, ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სად იქ­ნე­ბა. მა­მას და დე­დას ყო­ველ­თვის უფრო მე­ტად უყ­ვარს შვი­ლი, ვიდ­რე შვილს უყ­ვარს სა­კუ­თა­რი თავი. მა­მას და დე­დას ყო­ველ­თვის მე­ტად უნ­დათ შვი­ლის­თვის კარ­გი, ვიდ­რე ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის შვი­ლებს გვსურს. ასე რომ, უფალ­მა სა­კუ­თარ თავ­ში გა­მო­მა­ნახ­ვი­ნა ძა­ლაც და რა­ღაც­ნა­ი­რად ამ გან­საც­დე­ლის­თვის მო­მამ­ზა­და კი­დეც.

სა­ზო­გა­დოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი არ მქო­ნია, თუმ­ცა იყო ჩემ­ში რა­ღაც ფიქ­რე­ბი, რა­საც სარ­წმუ­ნოდ მი­ვიჩ­ნევ, რომ ღვთის­გან იყო. რო­დე­საც ფიქ­რი ავის­კენ გარ­ბო­და, იქვე სა­ნუ­გე­შო, სა­უფ­ლო ფიქ­რი შე­მო­დი­ო­და. სევ­დი­ანს ბედ­ნი­ე­რი ფიქ­რი მოჰ­ყვე­ბო­და. ასე ჩემს თავ­თან ბრძო­ლა­ში - გა­ვა­ტა­რე მთე­ლი ის პე­რი­ო­დი და რაც მოხ­და, თვით შე­მეც­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით მოხ­და. ერთ დღე­საც ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი კარ­ცი­ნო­მის პა­სუ­ხი - მი­თხრეს. იმ დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­დარ­დებ­და ის, რომ წვერს ხომ არ გამ­პარ­სა­ვენ-მეთქ?!. ექიმს ოპე­რა­ცი­ის წინ ვკი­თხე კი­დეც. იმა­ზე არც მი­ფიქ­რია, გა­დავ­რჩე­ბო­დი თუ არა. რო­გო­რი შე­დე­გი­თაც არ უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო, მხო­ლოდ წვე­რი მა­დარ­დებ­და.

295182619-477996150802214-4915794510240486434-n-51695-1659796815.jpg

რად­გა­ნაც უფ­ლის წი­ნა­შე რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლით დამ­დაბ­ლე­ბუ­ლი და ბევ­რი სა­მა­გა­ლი­თო საქ­მით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი მინ­და, რომ წარვდგე, ასე­ვე მსურ­და, რომ წვე­რი­თაც ვიყო. რომ არ გეთ­ქვა, წვე­რი თურ­მე შენ­თვის რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მის მო­ცი­ლე­ბას მარ­თლაც ვა­პი­რებ­დით. რად­გან ასეა, და­გი­ტო­ვებ­თო. ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს, ვი­საც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, ცხა­დია, ძა­ლი­ან დარ­დობ­დნენ, მე ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი იყო, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის ნე­ბაა, „შიში ვერ იხ­სნის სიკ­ვდილ­სა, ცუ­დია დაღ­რე­ჯი­ლო­ბა“. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი გე­ნი­ა­ლუ­რად არის. პრო­ცე­სი ღვთის წყა­ლო­ბით კარ­გად მი­დის. ასე ვიმ­ხნე­ვებ თავს - „არა­სო­დეს მტო­ვებს ღმერ­თი უნა­ხა­ვი,/ არ არ­სე­ბობს ჩემ­თვის გა­და­უ­ლა­ხა­ვი“/. გა­და­უ­ლა­ხა­ვი არა­ფე­რია, ოღონდ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი, გო­ნი­ე­რი და ფი­ზი­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა. ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლით ვართ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, რომ სიყ­ვა­რულს ჩე­მე­ბი არ მაკ­ლე­ბენ. მეც ვცდი­ლობ, მათ ეს გრძნო­ბა არ მო­ვაკ­ლო.

- გა­რეგ­ნუ­ლა­დაც კარგ ფორ­მა­ში ხართ და ეს კარ­გად და­ი­ნა­ხა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა, ვინც ჩი­ჩუა-მა­ქა­ცა­რი­ე­ბის ქორ­წილს თვა­ლი მი­ა­დევ­ნა. თქვენ ქორ­წი­ლის მეჯ­ვა­რე იყა­ვით...

- ამ წყვილს ისე უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, ერ­თმა­ნე­თის­თვის არი­ან შექ­მნი­ლი. სიყ­ვა­რულ­ში არც ერთი პირ­ვე­ლობს და ეს არის უმ­თავ­რე­სი მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. არის გა­მოთ­ქმა, - „მე შენ მიყ­ვარ­ხარ“. ისი­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნას ასე იწყე­ბენ - „შენ მე მიყ­ვარ­ხარ“. მათი სიყ­ვა­რუ­ლით ძა­ლი­ან ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი ვარ. ამ წყვი­ლის ჯვრის­წე­რის მოწ­მე ვარ ღვთის წი­ნა­შე, მათი მე­გო­ბა­რი ცო­ცხა­ლი სული. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ აღ­სრულ­დეს, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სა­ი­დუმ­ლოს მათ ვან­დობთ, ვი­საც ვენ­დო­ბით და გვიყ­ვარს. ასე რომ, ჯვრის წე­რის სა­ი­დუმ­ლო, რო­დე­საც მო­ძღვარ­მა აღას­რუ­ლა, ირაკ­ლის და ლი­ზას გვერ­დით ვინც ვი­დე­ქით, იმ­დენ მო­სიყ­ვა­რუ­ლე და ნდო­ბით სავ­სე ადა­მი­ან­ში, მეჯ­ვა­რე­ო­ბის პა­ტი­ვი ჩვენ გვერ­გო. ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ცაა, რომ მათი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი.

296872212-2311269092363690-3558283579215197535-n-51733-1659796815.jpg

- თურ­მე "ფე­ის­ბუქ­სა" და "ინ­სტაგ­რამს" არ იყე­ნებთ და თქვე­ნი სა­ხე­ლით არ­სე­ბულ გვერ­დებს თქვე­ნი დები ამუ­შა­ვე­ბენ... რა­ტომ?

- კი, ასეა. ინ­ტერ­ნე­ტი ვფიქ­რობ, რომ დიდი დროს მო­ი­თხოვს, ამი­ტომ არ ვსარ­გებ­ლობ. ცო­ცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მიყ­ვარს, სმა­ი­ლე­ბით და გუ­ლე­ბით გა­მო­ხა­ტულ სით­ბოს და სიყ­ვა­რულს მირ­ჩევ­ნია, ის ემო­ცია, რო­დე­საც ხალ­ხი ქუ­ჩა­ში მი­ღი­მის და სით­ბო­თი მავ­სებს. ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის სარ­კე, „რა­სა­ცა გას­ცემ შე­ნი­ას“ ყოვ­ლად უტყუ­ა­რი ფორ­მუ­ლა... სი­მარ­თლე რომ ვთქვა, სა­დღაც მრცხვე­ნია კი­დეც, იქ სა­დაც კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ის ფოტო დავ­დო და შემ­დეგ მის ქვე­მოთ კო­მენ­ტა­რებ­ში ჩემი გან­დი­დე­ბის ფრა­ზე­ბი წა­ვი­კი­თხო. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სურთ, საღვთო ბუ­ნე­ბის მი­ღე­ბა. თუ ამა­ზე დავ­ფიქ­რდე­ბით, ძა­ლი­ან უნდა შეგ­ვრცხვეს, რომ ეს არის ეგოს თაყ­ვა­ნის­ცე­მა და მეტი არა­ფე­რი. (გააგრძელეთ კითხვა)