"მეტრო „მარჯანიშვილთან“ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო - ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა" - კვირის პალიტრა

"მეტრო „მარჯანიშვილთან“ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო - ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა"

პოლიციამ თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით“, -აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარედ არის გადაღებული და სადაც 2 პირის სექსუალური ხასიათის ქცევაა ასახული.