"დე, თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ მე სიკვდილი მიწერია, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს ჩემს სიცოცხლეს" - აგვისტოს ომის გმირის უკანასკნელი სიტყვები დედას - კვირის პალიტრა

"დე, თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ მე სიკვდილი მიწერია, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს ჩემს სიცოცხლეს" - აგვისტოს ომის გმირის უკანასკნელი სიტყვები დედას

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გმი­რის, ვახ­ტანგ გზი­რიშ­ვი­ლის დედა, მა­რი­ნა გზი­რიშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს წე­რილს, რო­მე­ლიც მას ომში წა­სულ­მა შვილ­მა და­უ­წე­რა.

"7 აგ­ვის­ტოს დი­ლით და­წე­რი­ლი წე­რი­ლი!

- ომი და­ი­წყო. დიდი ხა­ნია ვი­ცო­დი, რომ და­ი­წყე­ბო­და. ვგრძნობ­დი. თქვენც, ალ­ბათ, ასე­ვე. ოღონდ გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ თქვენ გე­ში­ნი­ათ ჩემი და­კარ­გვი­სა. ჩვენ კი არაფ­რი­სა არ გვე­ში­ნია.

დე, მე მინ­და შენც ისე უყუ­რებ­დე ამ ომს, რო­გორც მე ვუცქე­რი, უშიშ­რად, უწუ­ხი­ლოდ. დე, თუ ჩემი ბედი ამ ომში დამ­თავ­რდე­ბა, თუ მე სიკ­ვდი­ლი მი­წე­რია ამ ომში, ძა­ლი­ან ძვი­რად და­ვუს­ვამ მტერს ჩემს სი­ცო­ცხლეს.

დაე, თქვენ ნუ შეგრცხვე­ბათ, რომ მე თქვე­ნი სის­ხლი და ხორ­ცი ვარ.

თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ამა­ყად სთქვათ, რომ ვი­ცავ ჩემს სამ­შობ­ლოს, მად­ლო­ბე­ლი ვარ დედა შენი, სი­მარ­თლე და ვაჟ­კა­ცო­ბა რომ მას­წავ­ლე. ხომ გახ­სოვს, ქარ­თვე­ლი დე­დე­ბი უც­რემ­ლოდ ის­ტუმ­რებ­დნენ შვი­ლებს აუ­ცი­ლე­ბელ სიკ­ვდილ­თან, რად­გან სამ­შობ­ლო­სათ­ვის სიკ­ვდილს არ უხ­დე­ბა ცრემ­ლი.

"მშვი­დო­ბით იყა­ვით, ნუ და­ღონ­დე­ბით" - ეს ვა­ხოს უკა­ნას­კნე­ლი შეხ­მი­ა­ნე­ბა იყო დე­დას­თან. მუ­დამ 20-წლის 08.08.2008", - წერს მა­რი­ნა გზი­რიშ­ვი­ლი.

"ინტერპრესნიუსი"