თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან გაიმართა ფილმის ჩვენება - "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" - კვირის პალიტრა

თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან გაიმართა ფილმის ჩვენება - "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის"

თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან ,,ევროპული საქართველოს”, ,,თავისუფლების ინსტიტუტის”, ,,ტაბულას”, ,,ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა” და ,,აფხაზთა კრების” ორგანიზებით, აქცია-ჩვენება ,,იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის” იმართება.

აქციის ფარგლებში მოქალაქეები ხელს აწერენ პეტიციას, რომლითაც აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილიც გენოციდს წერილობით ადასტურებენ,

ფილმი კი რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს ასახავს.

,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიას განცხადებით, გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ,,აფხაზეთში განხორციელებული გენოციდის საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ და სანამ ხელისუფლებას შევცვლით ქვეყნის შიგნით უნდა მოვუგოთ ყველას ვინც, ცდილობს გაამართლოს პუტინის რუსეთი”.

,,წლების განმავლობაში ამ ამბავს არ ექცეოდა ისეთი ყურადღება, როგორიც უნდა მიქცეულიყო. ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბოროტების იმპერიის მკაფიო მხილებას ჩვენი საზოგადოების შიგნით და გარეთ, უტიფარ პროპაგანდასთან სიმართლის დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია მორალურადაც და პრაგმატულადაც. გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ეს საკითხი გავიტანოთ საერთაშორისო ასპარეზზე. სანამ ხელისუფლებას შევცვლით მორალურად, ქვეყნის შიგნით უნდა მოვუგოთ ყველას, ვინც ცდილობს, გაამართლოს პუტინის რუსეთი”, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

კამპანია „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ ფარგლებში ფილმის ჩვენება ასევე გაიმართება შემდეგ ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, წნორი, ამბროლაური, ქუთაისი, მესტია, ჩოხატაური, გორი, ბორჯომი, მარნეული, წალენჯიხა, ოზურგეთი.

IPN