14 წელი აგვისტოს ომიდან - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია, რომელიც შესაძლოა, აღარ გვახსოვს - კვირის პალიტრა

14 წელი აგვისტოს ომიდან - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია, რომელიც შესაძლოა, აღარ გვახსოვს

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­დან 14 წელი გა­ვი­და... ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე.

ერ­თად გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი ტრა­გი­კუ­ლი დღე­ე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ას პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან 16 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით - ომის დღე­ებს, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო ადრე და­ი­წყო და რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

1-ლი აგ­ვის­ტო

ერედ­ვი-ხე­ი­თის შე­მოვ­ლით გზა­ზე აფეთ­ქდა სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა, ინ­ტენ­სი­უ­რი, ორ­მხრი­ვი სრო­ლა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ქვე­და­ნა­ყო­ფებ­სა და ე. წ. სამ­ხრეთ ოსე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შო­რის, და­ი­ღუ­პა 6 და და­იჭ­რა 21 ადა­მი­ა­ნი.

2 აგ­ვის­ტო

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იბომ­ბე­ბო­და ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი: ქვე­მო და ზემო ნი­ქო­ზი, ავ­ნე­ვი, ერედ­ვი, ერგნე­თი. სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლი რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, მა­რატ კუ­ლახ­მე­ტოვს ხვდე­ბა. ია­კო­ბაშ­ვი­ლი ოს სე­პა­რა­ტის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­საც ითხოვს, მაგ­რამ უარს იღებს.

3 აგ­ვის­ტო

ცხინ­ვა­ლი­დან რუ­სეთ­ში ევა­კუ­ი­რე­ბულ იქნა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა – ბავ­შვე­ბი და ქა­ლე­ბი. ვლა­დი­კავ­კაზ­ში ე. წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მხარ­დამ­ჭე­რი მი­ტინ­გი იმარ­თე­ბა. ამ დღეს აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სექ­ტემ­ბრი­დან გალ­ში ქარ­თულ ენა­ზე სწავ­ლე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ. სერ­გეი ბა­ღაფ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას აცხა­დებს და ენ­გუ­რის ხიდს კე­ტავს. რო­კის გვი­რა­ბი­დან რუ­სე­თის 58-ე არ­მი­ის ხუთი ბა­ტა­ლი­ო­ნი, ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და არ­ტი­ლე­რია შე­მო­დის.

4 აგ­ვის­ტოს

სე­პა­რა­ტის­ტთა ლი­დე­რი ედუ­არდ კო­კო­ი­თი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას არ გა­მარ­თავს. სე­პა­რა­ტის­ტთა ე. წ. შს მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ მინ­ძა­ე­ვი აცხა­დებს, რომ ცხინ­ვა­ლი მზად არის ცე­ცხლის გა­სახ­სნე­ლად. კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მდგა­რი რუ­სუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გა­და­დის.

5 აგ­ვის­ტო

ისევ და­ცხრი­ლეს ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი. აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა­ზე იწყე­ბენ ლა­პა­რაკს. სამ­ხრეთ რუ­სე­თი­დან მო­ხა­ლი­სე­თა ნა­კა­დი მო­ე­დი­ნე­ბა. გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ეუთო და ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვა­ში სე­პა­რა­ტის­ტებს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

6 აგ­ვის­ტო

მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი არ­ტი­ლე­რი­ით მთე­ლი დღე იბომ­ბე­ბა ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი: ნული, ავ­ნე­ვი, თა­მა­რა­შე­ნი... აა­ფეთ­ქეს ქარ­თუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა „ბე-ემ-პე“. ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი კვლავ იცხრი­ლე­ბა. არის მსხვერ­პლი. ქარ­თულ­მა მხა­რემ რე­გი­ო­ნის სა­ზღვარ­თან ტან­კე­ბი, ჯარი და არ­ტი­ლე­რია გა­ნა­ლა­გა და სრო­ლით­ვე პა­სუ­ხობს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­გან­გე­ბო თათ­ბი­რის შემ­დეგ, თბი­ლის­ში გზავ­ნი­ან იური პო­პოვს, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბი­თაც, ია­კო­ბაშ­ვი­ლი­სა და ჩო­ჩი­ე­ვის შეხ­ვედ­რა რუ­სუ­ლი მხა­რის ხელ­შე­წყო­ბით გა­ი­მარ­თე­ბა, ხოლო რე­გი­ონ­ში მოვ­ლე­ნა­თა ძა­ლის­მი­ე­რი გზით გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი გან­ზე ვერ დარ­ჩე­ბა. ოსმა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა 7 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვალ­ში და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა გა­და­დეს და ქარ­თულ მხა­რეს შეხ­ვედ­რა 9 აგ­ვის­ტოს შეს­თა­ვა­ზეს.

7 აგ­ვის­ტო

ქარ­თულ სოფ­ლებ­ზე თავ­დას­ხმა გახ­შირ­და - სე­პა­რა­ტის­ტე­ბი გა­ნუ­წყვეტ­ლივ ბომ­ბა­ვენ ქარ­თულ სოფ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­შე­კა­ვე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თვის მზად არის... სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა კი მო­უ­წო­დებს რუ­სეთს, გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი ზე­გავ­ლე­ნა სე­პა­რა­ტის­ტებ­ზე და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბომბვა აღ­კვე­თოს...

კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში სნა­ი­პე­რუ­ლი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს სოფ­ლის მცხოვ­რებ­თა წი­ნა­აღ­მდეგ, ინ­ტენ­სი­უ­რად ის­ვრი­ან არ­ტი­ლე­რია, ტან­კე­ბი და ხელ­სა­ტყორ­ცნი არ­ტი­ლე­რი­უ­ლი სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად არის შე­მო­ტა­ნი­ლი - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი­ის მხა­რე­ებს ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს - პი­რო­ბა, სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის სრუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ის მი­ნი­ჭე­ბი­სა, ძა­ლა­ში რჩე­ბა... სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­დევ ერთხელ სთა­ვა­ზობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შუ­ა­მავ­ლო­ბას კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში. ოსურ­მა მხა­რემ ცე­ცხლი დრო­ე­ბით შე­წყვი­ტა, მაგ­რამ მალე ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია და კვლავ შე­უ­ტია ქარ­თულ სოფ­ლებს...

23:30 სა­ათ­ზე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად, სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, ქარ­თუ­ლი მხა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს იწყებს... ქარ­თუ­ლი მხა­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე რუ­სე­თის 58-ე არ­მია რო­კის გვი­რა­ბით ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­დის. გააგრძელეთ კითხვა