"რამდენჯერმე იყო გამოძახებული რეფერალის ბრიგადა, მაგრამ პაციენტის თბილისში გადაყვანა ვერ მოხერხდა" - ახალქალაქში, ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"რამდენჯერმე იყო გამოძახებული რეფერალის ბრიგადა, მაგრამ პაციენტის თბილისში გადაყვანა ვერ მოხერხდა" - ახალქალაქში, ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ახალ­ქა­ლა­ქის ჰოს­პი­ტალ­ში ახალ­გაზ­რდა ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე" ავ­რცე­ლებს.

რა გახ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი, ამ ეტა­ო­ზე უც­ნო­ბია. გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა.

ახალ­ქა­ლა­ქის ჰოს­პი­ტა­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტე­ბით, პა­ცი­ენ­ტი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, 6 აგ­ვის­ტოს შე­იყ­ვა­ნეს.

"გვსურს, გა­მოვ­ხა­ტოთ მწუ­ხა­რე­ბა პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს. 6 აგ­ვის­ტოს შე­მო­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რთუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბით. კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან მალე, და­ფიქ­სირ­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა. ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გან­მე­ორ­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა იყო აღ­მო­ფხვრი­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად.

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად მისი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე. რამ­დენ­ჯერ­მე იყო გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი რე­ფე­რა­ლის ბრი­გა­და, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტის თბი­ლის­ში გა­დაყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა მისი არას­ტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, ჰე­მო­დი­ნა­მი­კოს გამო. პა­ცი­ენ­ტის მარ­თვის პრო­ცეს­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი ყვე­ლა დარ­გის, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე თბი­ლი­სი­დან მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა კლი­ნი­კუ­რი ჩა­რე­ვის, ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბი­სა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხდა პა­ცი­ენ­ტის ფი­ზი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. პა­ცი­ენ­ტი დღეს, 7 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა” - აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა­ში.