"დროებით გემშვიდობები ჩემო საკუთარო წილო თბილისო" - რას წერს ნინი წიკლაური - კვირის პალიტრა

"დროებით გემშვიდობები ჩემო საკუთარო წილო თბილისო" - რას წერს ნინი წიკლაური

მომღერალი ნინი წიკლაური ,,ფეისბუქზე" თბილისის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"დროებით გემშვიდობები ჩემო საკუთარო წილო თბილისო. თურმე იმაზე მეტად მყვარებიხარ, ვიდრე მეგონა. მომენატრები სიგიჟემდე და ვერასოდეს ვერც ერთი ქალაქი ვერ შემიცვლის შენს თავს.

ჩემს ოჯახს და ჩემს მეგობრებს გაბარებ. ყველა ჯანმრთელი და უვნებელი დამახვედრე გთხოვ.

პ.ს. ეს ფოტო ჩემი ტელეფონით გადავიღე. უფილტრო და სრულიად დაუმუშავებელი. შეუძლებელია ეს სილამაზე სადმე სხვაგან ნახო დედამიწაზე…

08/08/2022 ჩემი საყვარელი თბილისი", წერს ნინი წიკლაური.