"100-ზე მეტმა ოკუპანტმა "კობზონის კონცერტის ბილეთი მიიღო" - რა მოხდა მელიტოპოლში - კვირის პალიტრა

"100-ზე მეტმა ოკუპანტმა "კობზონის კონცერტის ბილეთი მიიღო" - რა მოხდა მელიტოპოლში

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ჯარების დისლოკაციის პუნქტებზე დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია მელიტოპოლის მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მელიტოპოლის სხვადასხვა ნაწილში მაღალი სიზუსტის HIMARS-ის რაკეტებით საოკუპაციო ძალების დროებითი განლაგების პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს“, - აცხადებს ივან ფედოროვი.

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, განადგურდა მნიშვნელოვანი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა.

„100-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც დროებით ყაზარმებში იმყოფებოდა, „კობზონის კონცერტის ბილეთები მიიღო“ და მათი მშობლები უკვე არჩევენ „ლადას“ მანქანის მოდელსა და ფერს,“ - აცხადებს მერი.

IPN