"ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ...ესენი ვინ არიანო, ყვიროდა მეთაური, ეშმაკები არიან თუ ვინ..." - რუსი ჯარისკაცის მონათხრობი - კვირის პალიტრა

"ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ...ესენი ვინ არიანო, ყვიროდა მეთაური, ეშმაკები არიან თუ ვინ..." - რუსი ჯარისკაცის მონათხრობი

რას ჰყვებოდა რუსი ჯარისკაცი "კვირის პალიტრის" ჟურნალისტთან:

"რაციით გადმოგვცეს რომ ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. დახმარება იყო საჭირო. ჩვენც იქით წავედით. გზაში ვფიქრობდი, შემეძლო თუ არა ქართველისთვის მესროლა. გასასვლელთან ჩვენს მესამე მანქანას ესროლეს და ცეცხლი გაუჩნდა, მხოლოდ სამი ჯარისკაცის გადარჩენა მოვახერხეთ, ლიოშა ნახევრად დამწვარი იყო. თავიდან მკვდარი მეგონა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ომია და შენ თუ არ მოკლავ, მოგკლავენ. ლიოშა ასეთ დღეში რომ დავინახე, აღარავინ მახსოვდა, - არც გია, არც ჩვენი ეზო. ნუ გავჩერდებით, თორემ ყველას დაგვხოცავენო, ყვიროდა მეთაური, მაგრამ ვინ უსმენდა?! ვიდექით გაოგნებული და ჩვენს დამწვარ ჯავშანმანქანას ვუყურებდით. ერთი ჯარისკაცი ხმამაღლა ატირდა, ყველანი შეშინებული ვიყავით. გონს მაშინ მოვედით, როცა სროლის ხმა გავიგეთ. საბედნიეროდ, მანქანებს არ მოხვედრია. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში და გავაგრძელეთ გზა. როცა მივედით, ჩვენების საქმე ცუდად იყო, ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. მიცვალებულებიც ჰყავდათ და დაჭრილებიც, ესენი ვინ არიანო, ყვიროდა მეთაური, ეშმაკები არიან თუ ვინ (ქართველებზე), უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა თავისი ტექნიკით. მოკლედ, 2 ჯავშანმანქანა, 1 ტანკი გვყავდა და სამოცი ჯარისკაცი ვიყავით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა... როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ თორმეტი! აღარავინ გადარჩენილა. ერთს ხელში "ლიმონკა" შერჩენოდა, ეტყობა, სროლა ვერ მოასწრო.

ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა მათ ცხედრებთან. აი, ასეთი ბიჭები რომ მყოლოდა მაშინო... მივხვდი, ჩეჩნეთი გაახსენდა, მაგრამ სიტყვა არ დაუმთავრებია, ისე ჩაჯდა მანქანაში და ცხინვალში დავბრუნდით. 11 აგვისტო იყო". წაიკითხეთ სრულად

ასევე იხილეთ: გმირების სისხლი შინდისფრად ყვაოდა შინდისთან