აშშ უკრაინის მთავრობას 4.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს - კვირის პალიტრა

აშშ უკრაინის მთავრობას 4.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს

შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობას 4.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს, რათა მას ფუნქციონირებასა და ომის შედეგად გამოწვეულ ბიუჯეტის დეფიციტთან გამკლავებაში დაეხმაროს, - ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) განაცხადა.

მათივე ცნობით, თანხა მოხმარდება საავადმყოფოებში, სკოლებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფას, მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მხარდაჭერას, საჯარო მოხელეების, ჯანდაცვის მუშაკებისა და მასწავლებლების ხელფასების გადახდას.

უკრაინა აღნიშნული თანხას პირველ ტრანშს, 3 მილიარდ აშშ დოლარს, მიმდინარე თვეში მიიღებს.

IPN