ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დოკუმენტს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრების შესახებ.

„პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ჩვენი დაყოფა, მაგრამ ჩვენი ალიანსი ისე ერთიანია, როგორც არასდროს და მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან მას, ისე ძლიერები ვიქნებით, როგორც არასდროს“, - აღნიშნა ბაიდენმა დოკუმენტებზე ხელმოწერის წინ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ შვედეთი და ფინეთი ნატო-ს ყველა ვალდებულებას შეასრულებენ.

„ისინი დააკმაყოფილებენ ნატო-ს ყველა მოთხოვნას, ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მოკავშირეებს შვედეთისა და ფინეთის ალიანსი გაწევრების პროცესის რატიფიცირების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ დარჩენილ მოკავშირეებს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ რატიფიკაციის პროცესი“, - აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, მაისში, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში განაცხადის შეტანის ოფიციალური პროცესი დაიწყეს.

IPN