"კარგი სანახავი იყო გუშინდელი კადრები... დიახ, ორკებო: ყირიმი უკრაინაა!" - რას წერს ალექსი პეტრიაშვილი - კვირის პალიტრა

"კარგი სანახავი იყო გუშინდელი კადრები... დიახ, ორკებო: ყირიმი უკრაინაა!" - რას წერს ალექსი პეტრიაშვილი

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! დედა რა იყო ეს, ჰა? 09.08.2022 დიდხანს ემახსოვრება ურდოს! ჯერ კიდევ ბოლომდე დაზუსტებული არ არის, მაგრამ უადგილო ადგილას სიგარეტის ნამწვის დაგდების შედეგად დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედერივკას აეროდრომზე განლაგებულ "საკის" ავიაბაზაზე განადგურდა 37 საბრძოლო თვითვომფრინავი (სუ-24 ები და სუ-30 ები) და 6 ვერტმფრენი!!!! თან, ძალიან საინტერესო სიტუაციაა: ოფიციალური კიევი პირდაპირ არ ადასტურებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ურდოს ავიაბაზა, მაგრამ კომენტარების საერთო სულისკვეთებაა: "ეს მხოლოდ გახურებაა"! კარგი სანახავი კი იყო გუშინდელი კადრებიი! ჯერ დაფერფლილი ავიაბაზიდან და მერე ქერჩის ხიდიდან, სადაც ათასობით მანქანა იყო გაჭედილი, რომელიც თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ურდოსტანში! დიახ ორკებო: ყირიმი უკრაინაა!

პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის გამოსვლაშიც აქცენტი ყირიმზე გააკეთა: რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია ყირიმით დაიწყო და ყირიმით დასრულდებაო!

ძალიან კომიკურად გამოიყურება თვითონ ურდო! ვერ ამბობს, რომ დაიბომბა უკრაინელების მიერ (ესეიგი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა არ არსებობს) და ამიტომ ჯიქურ აწვება ფეთქებადი მასალების დეტონაციას! ეგრე გააგრძელეთ! სიგარეტის ნამწვის უადგილო ადგილას დაგდებას გუშინ ადგილი ჰქონდა ხერსონში (ნოვაკახოვკა და ნოვაალექსეევკა), მელიტოპოლში (კირილოვკა) და დონეცკის ოლქში (კონსტანტინოვკა)! რას ეწევით ორკებო ამისთანას, რომ 4 სამხედრო საწყობი, 2 საკომანდო - საყრდენი პუნქტი ცაში აიწია, 100-ობით ურდოსი კი იოსია ძიას კონცერტზე წინა რიგებში ჩაიწია.

ბახმუტს უტევდა გუშინაც ურდო გამწარებით, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული შედეგის მიღწევა ისევ ვერ შეძლო! მოხვდა ყბაში ჩვენებისგან!გუშინ ღამე ისევ იყო სარაკეტო თავდასხმა დნეპროპეტროვსკზე და მიკოლაევზე, მაგრამ ჩვენების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მოწოდების სიმაღლეზეა!2023 წლის ბოლომდე უკრაინაში დაიწყება თურქულ-უკრაინული "ბაირაქტარების" წარმოება! მანამდე თუ რამე დარჩა ურდოსგან, ხო კაი, თუ არადა საკობზონე მასალა კიდევ ბევრია!აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ხელი მოაწერა ოქმებს ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ! სულ ცოტაც და ნატო-ში ოფიციალურად 32 წევრი იქნება!აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კი ლატვიაში ჩავიდა! მთავარი თემა - უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდება!უკრაინა გაიმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს - ურდო განადგურდება - პუილო/პუტლერი თავის ხროვასთან ერთად გასამართლდება ან.....

შიგ კრემლში, სიგარეტის ნამწვის დაგდებით განადგურდება!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!", - წერს ალექსი პეტრიაშვილი.