რა სიმპტომებით მივხვდეთ, რომ ზაფხულში ბავშვის სხეული გადახურდა და როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება - ინფექციონისტის რჩევები? - კვირის პალიტრა

რა სიმპტომებით მივხვდეთ, რომ ზაფხულში ბავშვის სხეული გადახურდა და როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება - ინფექციონისტის რჩევები?

ინ­ფექ­ცი­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მშობ­ლე­ბის­თვის აქ­ტი­ურ თე­მა­ზე წერს. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია ზა­ფხულ­ში ბავ­შვე­ბის სხე­უ­ლის გა­და­ხუ­რე­ბის რის­კებ­ზე.

ბუ­წაშ­ვი­ლი იმ სიმპტო­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც სხე­უ­ლის გა­და­ხუ­რე­ბას ახ­ლავს თან.

"ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში, რო­გო­რიც ახ­ლაა, არ­სე­ბობს სხე­უ­ლის გა­და­ხუ­რე­ბის რის­კი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­ში. ასეთ დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის აწე­ვა. მშობ­ლე­ბი რო­დე­საც ხე­და­ვენ, რომ ბავ­შვი კარ­გად არ გრძნობს თავს, სი­ცხეს უზო­მა­ვენ და ტეპ­მე­რა­ტუ­რა მო­მა­ტე­ბუ­ლია, იწყე­ბენ მი­ზე­ზის ძებ­ნას და გა­მოკ­ვლე­ვებს. ვი­ნა­ი­დან ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ახლა არა­ერ­თია, როცა ბავ­შვს უბ­რა­ლოდ გა­და­ხუ­რე­ბის გამო აე­წია ტემ­პე­რა­ტუ­რა და არა­ვი­თა­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა არა აქვს, ამი­ტომ ვი­ფიქ­რე ეს და­მე­წე­რა.

სხე­უ­ლის გა­და­ხუ­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ისე­თი სიმპტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა ძლი­ე­რი სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გუ­ლის წას­ვლაც, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ძი­ლი­ა­ნო­ბა, ღე­ბი­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში სიმპტო­მია დე­ზო­რი­ენ­ტა­ცია.

თუ ბავ­შვი სი­თხეს ვერ იღებს ან აღე­ბი­ნებს, სა­ჭი­რო ხდე­ბა სი­თხის გა­დას­ხმა. პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბაა გრილ ად­გი­ლას მო­თავ­სე­ბა, ბევ­რი სი­თხის მი­ცე­მა, ცივი ტი­ლოს და­დე­ბით სხე­უ­ლის გაგ­რი­ლე­ბა. გარ­თუ­ლე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

სხე­უ­ლის გა­და­ხუ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ად­ვი­ლად ხდე­ბა ბავ­შვებ­ში, რად­გან ბავ­შვის ორ­გა­ნიზმს უფრო მე­ტად უჭირს გა­რე­მოს მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან ადაპ­ტი­რე­ბა, ოფ­ლის გა­მო­ყო­ფაც უფრო ნელა ხდე­ბა და გა­უ­წყლო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბიც უფრო სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა. სხე­უ­ლის გა­და­ხუ­რე­ბის რის­კი მა­ტუ­ლობს მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში. ხში­რია მო­ზარ­დებ­ში, რომ­ლე­ბიც სი­ცხე­ში ვარ­ჯი­შო­ბენ.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნა­ში ბავ­შვის ყოფ­ნა სი­ცხის დროს. აშშ-ში ჩა­ტარ­და კვლე­ვა ამ სა­კი­თხის შე­სას­წავ­ლად. ყო­ველ­წლი­უ­რად აშშ-ში რე­გის­ტრირ­დე­ბა ბავ­შვე­ბის სიკ­ვდი­ლის შემ­თხე­ვე­ვე­ბი მან­ქა­ნა­ში გა­და­ხუ­რე­ბის შე­დე­გად. წელს 13 ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, 2021 წელს - 21.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მცი­რედ ჩა­წე­უ­ლი ფან­ჯრე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი სხე­უ­ლის გა­და­ხუ­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. ამა­ვე კვლე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­რე­მო ტემ­პე­რა­ტუ­რა 30 გრა­დუს­ზე მა­ღა­ლიც საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნა­ში ბავ­შვის გა­და­ხუ­რე­ბის­თვის სა­რის­კო ტემ­პე­რა­ტუ­რა იყოს.მოკ­ლედ, გა­ვუფრ­თხლდეთ ბავ­შვებს და მო­ვა­რი­დოთ სი­ცხეს, გან­სა­კუთ­რე­ბით სი­ცხე­ში გა­რეთ თა­მაშს. იმე­დია, ჩვენ­თან პარ­კი­რე­ბულ მან­ქა­ნა­ში ბავ­შვე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არ გვაქვს, თუმ­ცა ვინ იცის" - წერს ბუ­წაშ­ვი­ლი.