"ისეთი გამოსათხოვარი სადილი გამართეს, რომ მისი გადაღება ვთხოვე, რათა ჩვენი ძუნწებისთვის მეჩვენებინა" - პიერ რიშარი ქართველებზე - კვირის პალიტრა

"ისეთი გამოსათხოვარი სადილი გამართეს, რომ მისი გადაღება ვთხოვე, რათა ჩვენი ძუნწებისთვის მეჩვენებინა" - პიერ რიშარი ქართველებზე

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი საქართველოში ნანა ჯორჯაძის ფილმში “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” მონაწილეობისთვის იმყოფებოდა.

პიერ რიშარი ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოში გატარებულ სამ თვეს იგონებს:

- ჩემს გმირს ქართველი პრინცესა შეუყვარდა და ვნებათაღელვის გიგანტურ მორევში აღმოჩნდა. სწორედ მას ერგო ამ ფილმის დასკვნითი სიტყვა: "ბოლშევიზმი მოდის და მიდის, კარგი სამზარეულო კი რჩება". ეს როლი რაღაც ახალია ჩემს ცხოვრებაში. გულახდილად რომ ვთქვა, კომედიაში უკვე ადგილსაც ვეღარ ვპოულობდი. განვითარება გჭირდება და არა ერთ ადგილზე დგომა. ჩემი შეყვარებული მზარეულის როლში კი არის პოეზიაც, რომანტიზმიც, კომედიაც და სისასტიკეც და, საერთოდ, ჩემთვის ახალი ნოტები. ადრე მეგონა, თავგადასავალი შეიძლება მხოლოდ ფიზიკური იყოს - ექსპედიცია ჯუნგლებში, ცურვა ჩანჩქერებიან მდინარეზე. მაგრამ აქ მივხვდი, რომ თავგადასავალი მოგზაურობაა სამყაროში, სადაც დრო და სივრცე აღრეულია. ცივილიზებული ადამიანისთვის ძნელი წარმოსადგენია, როდესაც გეუბნებიან,"9 საათზეო და ეს ნიშნავს შუადღეს; გეუბნებიან, ერთი საათის სავალიაო და, მაშასადამე, 3-4-საათიანი მგზავრობა უნდა ივარაუდო. ყველაზე სახალისო კი ის არის, როდესაც მიხვალ, თურმე სულ სხვა მხარეს მოხვდი. ამ დროს გზაზე ხვდები მწყემსებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ ზუსტად იციან, საით უნდა წახვიდე!.. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ყველა პერიპეტიის შემდეგ ყველაფერი ლაგდება და გადაღებაც იწყება. როდესაც გარე გადაღება დავასრულეთ, პროდიუსერებმა ისეთი გამოსათხოვარი სადილი გამართეს, რომ მისი გადაღება ვთხოვე, რათა ჩვენი ძუნწებისთვის მეჩვენებინა.

ქართველები განსაკუთრებული ხალხია! მე ისინი ძალიან მიყვარს. ბუნებით მსახიობები არიან. ჩემს ყველა ქართველ ნაცნობს შეუძლია როიალზე, ვიოლინოზე დაკვრა. ისინი შესანიშნავად მღერიან, თანაც სხვადასხვა ხმაზე. მათ ბავშვივით სული აქვთ. წაიკითხეთ სრულად