ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა - კვირის პალიტრა

ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა

ლატვიის პარლამენტმა რუსეთი "ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ" გამოაცხადა, - ინფორმაციას მედია საშუალებები სეიმის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ლატვიის პარლამენტის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ 11 აგვისტოს სეიმმა მიიღო განცხადება, რომელშიც "რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ", ხოლო უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები ტერორიზმად არის აღიარებული.

სეიმი ხაზს უსვამს, რომ რუსული ძალები მიზანმიმართულად ესხმიან თავს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას და ტანჯვასა და დაშინებას იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს უკრაინელი ხალხისა და სამხედროების დემორალიზების მცდელობაში იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია განახორციელონ.

ლატვიის პარლამენტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ძალადობის გამოყენების გზით ცდილობს.

IPN