"ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც აშშ-ს 5-წლიანი ვიზაა. საბედნიეროდ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც აშშ-ს 5-წლიანი ვიზაა. საბედნიეროდ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის"

უკ­რა­ი­ნის რა­და­ში ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით არა­ხა­მია უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა და სხვა­მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­ვად იყო.

არა­ხა­მია ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მან უკვე აიღო ახა­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტი, აშშ-ს 5-წლი­ა­ნი ვი­ზი­ტით, რო­მელ­საც "სპე­ცი­ა­ლუ­რად ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი მსა­ხუ­რე­ბის­თვის“ აქ­ვეყ­ნებს.

12082022-1021-1660285284.05_REC.png

ამას­თან, არა­ხა­მია ვი­დე­ო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის 14-წლის თავ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­მოც აკ­რი­ტი­კებს და რო­გორც აცხა­დებს, ელო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თა­ვის ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­შიც არ ეყო­ფო­და გამ­ბე­და­ო­ბა, აგ­რე­სო­რი გა­ე­კი­ცხა.

"დღეს, რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­უ­ზის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტე ვი­დეო გა­მო­მექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და და ეყო­ფო­და თუ არა ვინ­მეს გამ­ბე­და­ო­ბა, უკ­რა­ი­ნას­თან თუ არა, თა­ვის ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბით მა­ინც გა­ე­კი­ცხა აგ­რე­სო­რი და გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა, რა მსხვერ­პლი და ზა­რა­ლი მო­ი­ტა­ნა რუ­სე­თის ომმა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მოხ­და ისე, რო­გორც ვე­ლო­დი. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ ყო­ფი­ლა, რაც ში­შით და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბის დროს ერ­თა­დერ­თი რაც ვი­პო­ვე, ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის, მათ შო­რის ჩემ­თვის, რად­გან მეც დე­პუ­ტა­ტი ვარ, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტის ჩა­მორ­თმე­ვი­სა და მათი დას­ჯის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყო. ეს გა­აზ­ვი­ა­დეს და ამ ამ­ბის­გან რა­ღა­ცა სპე­ცო­პე­რა­ცია შექ­მნეს.

ახლა, კი სპე­ცი­ა­ლუ­რად ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი მსა­ხუ­რე­ბის­თვის ახალ დიპ­ლო­მა­ტი­ურ პას­პორ­ტს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ, რო­მელ­შიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბის 5-წლი­ა­ნი სამ­თავ­რო­ბო ვი­ზაა. უნდა გა­ი­გოთ, რომ მსგავ­სი ვი­ზე­ბი სა­ბედ­ნი­ე­როდ თქვენ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი აღარ არის. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სან­ქცი­ე­ბის მერ­ვე პა­კეტ­ში, რო­მელ­საც ევ­რო­კავ­ში­რი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ამ­ტკი­ცებს, ვნა­ხავთ, ვინ რას წარ­მო­ად­გენს, ვის რა პას­პორ­ტი ექ­ნე­ბა და ვინ სად იქ­ნე­ბა. აბა, კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ, გკოც­ნით“, - გა­ნა­ცხა­და არა­ხა­მი­ამ, რომ­ლის ვი­დე­ო­მი­მარ­თვის თარ­გმანს "მთა­ვა­რი“ ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ასო­ბით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტი გა­ა­უქ­მა, მათ შო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­ხო უკ­რა­ი­ნელ დე­პუ­ტა­ტებ­საც. აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს შო­რის ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით არა­ხა­მია, ლიზა იას­კო და ალექ­სი გონ­ჩა­რენ­კოც იყ­ვნენ.

ამბები.ჯი