ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» უხდის მძღოლებს 100 ლარს! - კვირის პალიტრა

ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» უხდის მძღოლებს 100 ლარს!

თბილისში სერვისმა შემოიღო ანაზღაურება ბრენდირებისთვის. მძღოლები, რომლებიც ასრულებენ შეკვეთებს სერვისის ლოგოტიპით სრულად ბრენდირებული ავტომობილებით ღებულობენ ყოველთვე 100 ლარს, მხოლოდ უკანა მინაზე ბრენდირებისთვის - 25 ლარს.

ასე კომპანია მიისწრაფის შექმნას უფრო ხელსაყრელი პირობები მძღოლების მუშაობისთვის. ავტომობილების ბრენდირება ხელს უწყობს სერვისის პოპულარიზაციას, ახალი მომხმარებლების მოზიდვას, რაც ნიშნავს შეკვეთების რაოდენობის გაზრდას.

«მაქსიმთან» ერთად მუშაობა უფრო ხელსაყრელი გახდა, რადგან 1 აგვისტოდან სერვისმა 2-ჯერ შეამცირა საკომისიო საინფორმაციო მომსახურებაზე — მინიმალური 10%-დან 5%-მდე. ახლა სრულად ბრენდირებული ავტომობილის მძღოლებისთვის საკომისიო არის 5%, მხოლოდ უკანა მინაზე ბრენდირების მქონე მძღოლებისთვის — 7%. რაც უფრო მეტ შეკვეთას შეასრულებს მძღოლი და რაც უფრო დაბალია საკომისიო შესრულებული შეკვეთის ღირებულებიდან, მით უფრო მაღალია მძღოლის შემოსავალი. ყველაზე მაქსიმალურ შემოსავალს იღებენ ის მძღოლები, რომლებიც ასრულებენ შეკვეთებს ბრენდირებულ ავტომობილებზე ჩართული ავტოდანიშვნით.

მუშაობის დაწყებისთვის საკმარისია აპლიკაციის Taxsee Driver-ის ჩამოტვირთვა სერვისებიდან App Store, Google Play, AppGallery და რეგისტრაციის გავლა ან დარეგისტრირება საიტზე https://taxsee.pro/ge/ka-GE/

დამატებითი ინფორმაცია

„მაქსიმმა“ საქართველოში მუშაობა 2014 წელს დაიწყო, პირველი ქალაქი კი თბილისი გახდა. ახლა სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოს კიდევ 10 ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის. ეს ქალაქებია: რუსთავი, ბათუმი, გორი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, სამტრედია და თელავი. მალე სერვისი ხაშურსა და ახალციხეში დაიწყებს მუშაობას.

„მაქსიმი“ 2003 წლიდან ქმნის ტრანსპორტისა და სხვადასხვა მომსახურების შეკვეთის ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც მას უფრო თანამედროვეს, ხელმისაწვდომს და უსაფრთხოს ხდის. სერვისმა შექმნა პროგრამულ-აპარატული კომპლექსი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის შემკვეთებისა და შემსრულებლების სერვისთან დაკავშირება და მილიონობით შეკვეთის დამუშავება. მომსახურების შეკვეთისთვის განკუთვნილი აპლიკაცია „მაქსიმი“ და შეკვეთებთან მუშაობისთვის განკუთვნილი აპლიკაცია „Taxsee Driver“ მსოფლიოს ტოპ აპლიკაციებშია, რომლებსაც ჰყავთ მილიონობით მომხმარებელი.

სერვისი პოპულარობით მსოფლიოს 18 ქვეყანაში სარგებლობს.