მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო
მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო. მესტიაში მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
არსებული ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდზე 6 ტურისტი იმყოფება, მათ შორის 2 დაშავებულია.
„ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.