"ჩემი პერსონაჟებისგან ძალიან განვსხვავდები - ლაპარაკი არ მიყვარს, ხალხმრავლობაც არ მსიამოვნებს" - როგორია იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა? - კვირის პალიტრა

"ჩემი პერსონაჟებისგან ძალიან განვსხვავდები - ლაპარაკი არ მიყვარს, ხალხმრავლობაც არ მსიამოვნებს" - როგორია იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა?

ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და, ტე­ლე­ვი­ზორ­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყო. ძა­ლი­ან მოს­წონ­და 15 წლის წინ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში და­წყე­ბუ­ლი ახა­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა "შა­ბა­თის შოუ" და მისი მსა­ხი­ო­ბე­ბის გვერ­დით ყოფ­ნა უნ­დო­და.

"მათ შე­მაყ­ვა­რა ეს ჟან­რი და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა... და წლე­ბის მერე ამიხ­და ეს ოც­ნე­ბა და ამ ჯგუ­ფის წევ­რი აღ­მოვ­ჩნდი,“ - გვე­უბ­ნე­ბა გივი პა­პა­ვა, დღეს უკვე "კო­მე­დი შოუ" მსა­ხი­ო­ბი.

"მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­მიც­ნო, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და­ვიმ­სა­ხუ­რე, რაც ბევრ რა­მეს ნიშ­ნავს. ვა­კე­თებ ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს და ვარ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი. ჩემი პერ­სო­ნა­ჟე­ბით, იუ­მო­რით ვამ­ხი­ა­რუ­ლებ ხალ­ხს, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხით მიბ­რუ­ნე­ბენ უკან,“ - აღ­ნიშ­ნავს გივი. ის წარ­მო­შო­ბით იმე­რე­ლია. და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ხონ­ში. რო­გორც ამ­ბობს, მო­უს­ვე­ნა­რი და ცელ­ქი ბავ­შვი ყო­ფი­ლა, ხუმ­რო­ბა და იუ­მო­რი სულ ახა­სი­ა­თებ­და... მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლი კი ხო­ნის თე­ატ­რში მი­სუ­ლა, სა­დაც 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ტა­კებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"ხო­ნის თე­ატ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი და ცნო­ბი­ლია, იქ ბევრ კარგ მსა­ხი­ობს აქვს კა­რი­ე­რა და­წყე­ბუ­ლი, მათ შო­რის, იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას. თე­ატ­რი მის სა­ხელს ატა­რებს. იქ კარ­გი კლა­სი გა­ვი­ა­რე, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და სცე­ნა­ზე ასე ავიდ­გი ფეხი... მერე „კა­ვე­ენ“-ის თა­მა­ში და­ვი­წყე, სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყო და... მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქუ­თა­ი­სის გუნდში „იშ­ვი­ა­თი იმერ­ლე­ბი“ მოვ­ხვდი, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნიც გავ­ხდი და სა­ბო­ლო­ოდ ასე აღ­მოვ­ჩნდი "კო­მე­დი­ში" - გვიყ­ვე­ბა იუ­მო­რის­ტი...

- სცე­ნა ასე რომ გი­ზი­დავ­და, თე­ატ­რში ძა­ლე­ბიც მო­გი­სინ­ჯავს და გა­გი­მარ­თლა კი­დეც. „თე­ატ­რა­ლურ­ში“ რა­ტომ არ ჩა­ა­ბა­რე?

- სხვა­თა შო­რის, მინ­დო­და, "თე­ატ­რა­ლურ­ში" ჩა­ბა­რე­ბა. სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი, ამა­ზე ვფიქ­რობ­დი. მერე ისე მოხ­და, რა­ტომ­ღაც გა­და­ვი­ფიქ­რე და „ტუ­რიზ­მზე“ ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ მა­ინც იმ საქ­მეს გავ­ყე­ვი, რაც გულ­ში მქონ­და და მინ­დო­და, რომ მე­კე­თე­ბი­ნა. ამ სფე­რო­ში რა­ღა­ცის­თვის მი­მეღ­წია. ამას­თან, ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სი­აც მაქვს, სა­ქარ­თვე­ლო ტუ­რის­ტუ­ლი ქვე­ყა­ნაა და ალ­ბათ ოდეს­მე საყ­ვა­რელ საქ­მე რომ შე­ვეშ­ვე­ბი, ჩემს პრო­ფე­სი­ას გავ­ყვე­ბი.

- "ტუ­რიზ­მზე" ჩა­ბა­რე­ბა ვინ­მემ გირ­ჩია, თუ ეს დარ­გი შენი სურ­ვი­ლით აირ­ჩიე?

- სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ლაშ­ქრო­ბებ­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად წას­ვლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბის, მათ შო­რის, ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, კარ­ვი­თაც დავ­დი­ო­დით. ახ­ლაც მიყ­ვარს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბის და­ლაშ­ქვრა და პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

- მოკ­ლედ, მოხ­ვდი კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის პო­პუ­ლა­რულ მსა­ხი­ო­ბებ­ში...

- 2016 წელს "კა­ვე­ენ"-ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბო­და. რო­გორც გი­თხა­რით, „იშ­ვი­ათ იმერ­ლებ­ში“ ვი­ყა­ვი. სა­ნამ ფი­ნა­ლი და­ი­წყე­ბო­და, სა­დღაც 10 წუ­თით ადრე, ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა მე და ჩემს მე­გო­ბარს, თემო ნი­ქა­ბა­ძეს გვი­თხრა, რომ სტა­ჟი­რე­ბა­ზე და გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით ჩვე­ნი აყ­ვა­ნა უნ­დო­და. თან, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხდით და სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე­ე­ბი გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით აგ­ვიყ­ვა­ნეს. ეგ პე­რი­ო­დი კარ­გად გა­ვი­ა­რეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვავ­ლი­ნეთ და "კო­მე­დი ჯგუ­ფის“ წევ­რე­ბი გავ­ხდით. როცა ასე­თი გა­მოც­დი­ლი, ნი­ჭი­ე­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლე­ვენ ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნო, წა­მი­თაც არ უნდა და­ფიქ­რდე. მერე კი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, და­ამ­ტკი­ცო, რომ მათ­თან ერ­თად გა­აგ­რძე­ლო შემ­დეგ საქ­მე - გა­ამ­ხი­ა­რუ­ლო ხალ­ხი.

- რა მო­გი­ტა­ნა ამ საქ­მემ, გარ­და იმი­სა, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი?

- ამ ყვე­ლა­ფერ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი სიყ­ვა­რუ­ლია. სა­დაც შევ­დი­ვარ, ყვე­ლა ღი­მი­ლით მი­ყუ­რებს. რა ამის პა­სუ­ხია და ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა და პა­ნაშ­ვიდ­ზე, სამ­ძი­მარ­ზე მივ­სულ­ვარ და ჩემ­თვის მა­ნიც ღი­მი­ლით შე­მო­უ­ხე­დავთ. ვი­ღა­ცას თუ შენი ერთი და­ნახ­ვაც გა­ამ­ხი­ა­რუ­ლებს და დღეს გა­უ­ლა­მა­ზებს, ამა­ზე მეტი ადა­მი­ანს რა უნდა უნ­დო­დეს?! რთუ­ლია ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა და რო­დე­საც ამას ყო­ველ 2 ნა­ბიჯ­ზე ვგრძნობ, ეს ამ­ბა­ვი მი­ხა­რია.

- ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას მსა­ხი­ო­ბე­ბი ცხოვ­რე­ბა­შიც ისე­თი­ვე ჰგო­ნია, რო­გორ­საც ეკ­რან­ზე, ამა თუ იმ როლ­ში უყუ­რე­ბენ...

- კი, უმე­ტე­სო­ბას ჰგო­ნია, რომ რე­ა­ლუ­რად რო­გო­რი პერ­სო­ნაჟ­საც ვთა­მა­შობ, ცხოვ­რე­ბა­შიც ისე­თი­ვე ვარ. არა­და, ცხოვ­რე­ბა­ში იმ პერ­სო­ნა­ჟე­ბის­გან ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბი. ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, ჩემ­თვის ვარ, ხალ­ხმრავ­ლო­ბაც არ მსი­ა­მოვ­ნებს... არა­და, სა­დღაც რომ მოვ­ხვდე­ბი, მე­უბ­ნე­ბი­ან, - მოდი, რა გაგ­ვა­ცი­ნე? ამ დროს 50 კაცი გი­ყუ­რებს... ეს არ მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ 2-3 ჭი­ქას რომ დავ­ლევ, უკვე ჩე­მით „მეხ­სნე­ბა“... ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა ასე­თიც, სა­დღაც მივ­სულ­ვარ და ორ­მეტ­რი­ან ხალ­ხს უთ­ქვამს, თა­მა­და უნდა იყო და და­ლი­ოო... არა, რას ამ­ბობთ, თა­მა­დო­ბა არა-მეთ­ქი. მაგ­რამ მა­თიც მეს­მის, ხომ ვამ­ბობ, თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ, ასე აღიქ­ვა­მენ...

- როცა ადა­მი­ა­ნი ოც­ნე­ბას აიხ­დენს, ცხოვ­რე­ბის რა­ღაც სა­ფე­ხურ­ზე ადის, ით­ვლე­ბა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლია. რას ფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხარ.

- კი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვარ. მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, თემო ნი­ქა­ბა­ძემ ბევ­რი ვიშ­რო­მეთ, რო­გორც გი­თხა­რით, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში „კა­ვე­ენ“-ს ვთა­მა­შობ­დით. მერე „ფე­ის­ბუქ­ზე“ ვი­დე­ო­ე­ბის და­დე­ბა და­ვი­წყეთ, რა­საც მოჰ­ყვა ქუ­თა­ი­სის სა­ხე­ლით „კა­ვე­ენ“-ის თა­მა­ში. 4-5 წელი დაგ­ვჭირ­და იმის­თვის, რომ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მიგ­ვეღ­წია. მერე იყო ის გა­მო­საც­დე­ლი პე­რი­ო­დი, რაც გა­ვი­ა­რეთ და „კო­მე­დი­შიც“ მოვ­ხვდით. მი­მაჩ­ნია, რომ მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ ამის­თვის მიგ­ვეღ­წია... მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი, მუდ­მი­ვად ბევ­რი შრო­მა გვი­წევს, რომ თავი და­ვიმ­კვიდ­როთ. (გააგრძელეთ კითხვა)