"გვესმის ყურით მოთრეული არგუმენტები, თუ რატომ შეძლება გამართლებული და ლოგიკური იყოს ცალკე მუშაობა - არცერთ ასეთ დასაბუთებას, არ შეიძლება სერიოზულობაზე პრეტენზია ჰქონდეს" - კვირის პალიტრა

"გვესმის ყურით მოთრეული არგუმენტები, თუ რატომ შეძლება გამართლებული და ლოგიკური იყოს ცალკე მუშაობა - არცერთ ასეთ დასაბუთებას, არ შეიძლება სერიოზულობაზე პრეტენზია ჰქონდეს"

გვესმის ყურით მოთრეული არგუმენტები, თუ რატომ შეძლება იყოს გამართლებული და ლოგიკური ცალკე მუშაობა და ერთობლივი მუშაობის პროცესთან არშემოერთება - არცერთ ასეთ დასაბუთებას, არ შეიძლება სერიოზულობაზე პრეტენზია ჰქონდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ ევრორეკომენდაციების შესასრულებლად დამოუკიდებლად მუშაობის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ერთად მუშაობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზებაზე უარის თქმა ოპოზიციის მხრიდან „დიდი შეცდომა იყო“.

„ოპოზიციის მხრიდან დიდი შეცდომა იყო, როდესაც ჩვენს შეთავაზებას, რომ ერთად გვემუშავა, ზურგი აქციეს. ჩვენი შეთავაზება იყო თავსებადი და პირდაპირ გამომდინარეობდა 12-პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტიდან, რომელიც დეპოლარიზაციას გულისხმობდა და უპირველესად ნიშნავს იმას, რომ გამოვნახოთ საკუთარ თავში ძალა და დაპირისპირებული მოსაზრებების მქონე ადამიანებმა ერთად ვიმუშაოთ. ამაზე აბსოლუტურად კონსტრუქციული იყო ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯი, ხოლო აბსოლუტურად დესტრუქციული და საპირისპირო მიმართულებით მავალი იყო ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გადაწყვეტილება, რომ პროცესში არ ჩაერთონ და ამით ხელი შეუშალონ, ავნონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, მათ შორის იმ პუნქტისას, რომელიც დეპოლარიზაციას გულისხმობს. შესაბამისად, მე ახსნას ვერ მოვუნახავ გადაწყვეტილებას, რომელიც იყო ასე მავნებლური ამ პუნქტების შესრულების პერსპექტივებთან მიმართებით“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.