მკვლელობა მობილური ტელეფონის გამო - რა მოხდა ქობულეთში, ერთ-ერთ კლუბში, სადაც 21 წლის მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

მკვლელობა მობილური ტელეფონის გამო - რა მოხდა ქობულეთში, ერთ-ერთ კლუბში, სადაც 21 წლის მამაკაცი მოკლეს

ქო­ბუ­ლეთ­ში, 21 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბას წინ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გამო და­წყე­ბუ­ლი კა­მა­თი უძღო­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი კლუბ "ჰა­ვა­ნა­ში“ და­ი­წყო, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაგ­რძელ­და. ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მოკ­ლუ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მით­ვი­სე­ბას ცდი­ლობ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი რე­ვაზ ლომ­სა­ძე, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბულ­მა და­ნით დაჭ­რა.

ქო­ბუ­ლე­თის რე­გი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში "აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ას" გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მა­მა­კა­ცი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სის­ხლის მა­სი­უ­რი და­ნა­კარ­გით შე­იყ­ვა­ნეს, მას ჩა­უ­ტარ­და გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია, თუმ­ცა გარ­დაც­ვლილს სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ჭრი­ლო­ბა, სა­ზარ­დუ­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გარ­დაც­ვლი­ლი ხა­შუ­რი­დან ქო­ბუ­ლეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი გო­რის მკვიდ­რია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

ambebi.ge