ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ორმხრივ ურთიერთობებს გააფართოებენ - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ორმხრივ ურთიერთობებს გააფართოებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს, „კორეის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით“ მისალოცი წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება.

„ამ მძიმე წლებში დამკვიდრებული მეგობრობისა და თანამშრომლობის დიდებული ტრადიციები კვლავ ემსახურება რუსეთის ფედერაციასა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების საიმედო საფუძველს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოებთ კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების მთელ სპექტრს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

პუტინის მტკიცებით, მჭიდრო კავშირები ორივე ქვეყნის ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

IPN