"მესიჯი მომივიდა 400 ევრო გაიტანეთო, გავიქეცი უკან გიჟივით, მივედი ბანკომატთან, სიცარიელეა, გვერდზე ეს საყვარელი ბაბუ იდგა და... აგერაა, ბაბუ, ფულიო" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი? - კვირის პალიტრა

"მესიჯი მომივიდა 400 ევრო გაიტანეთო, გავიქეცი უკან გიჟივით, მივედი ბანკომატთან, სიცარიელეა, გვერდზე ეს საყვარელი ბაბუ იდგა და... აგერაა, ბაბუ, ფულიო" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე ფერ­მე­რი თეა ქუ­თა­თე­ლა­ძე გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ ის­ტო­რი­ას წერს, თუ რო­გორ და­უბ­რუ­ნა ლი­მო­ნის გამ­ყიდ­ველ­მა ბა­ბუ­ამ 400 ევრო.

თეა ქუ­თა­თე­ლა­ძე:

"თი ბი სის“ ბან­კო­მატ­თან მი­ვე­დი ფოთ­ში, წყე­უ­ლი აგ­რო­სეს­ხის და­სა­ფა­რად. მე­გო­ბარ­მა თან­ხა მა­სეს­ხა, ის უნდა გა­მო­მე­ტა­ნა და გა­და­მე­ხურ­და­ვე­ბი­ნა. არ ვიცი რა მო­მი­ვი­და, სა­ვა­რა­უ­დოდ ხელი და­ვა­ჭი­რე, ჯერ არ აჩ­ვე­ნებ­და ოპე­რა­ცი­ას, მერე კი და მოკ­ლედ მგო­ნია, რომ გა­ვა­უქ­მე, ამო­ვი­ღე ბა­რა­თი და მოვ­დი­ვარ.

მე­სი­ჯი მო­მი­ვი­და 50 მეტრში ვარ 400 ევრო გა­ი­ტა­ნე­თო, გა­ვი­ქე­ცი უკან გი­ჟი­ვით, მი­ვე­დი ბან­კო­მატ­თან, სი­ცა­რი­ე­ლეა, გვერ­დზე ეს საყ­ვა­რე­ლი ბაბუ იდგა და ვე­კი­თხე­ბი: "ბაბუ, აქ ხომ არა­ვინ იყო მო­სუ­ლი?,“ - აგე­რაა ბაბუ ფული, ამო­ი­ღო ჯი­ბი­დან 8 ცალი 50 ევ­რო­ი­ა­ნი.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ მის­თვის რა ძნე­ლი იყო ამ თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბა, რომ არა სა­კუ­თა­რი გა­სა­ჭი­რი, ნამ­დვი­ლად და­ვუ­ტო­ვებ­დი. მოკ­ლედ, სულ ოქრო ადა­მი­ა­ნი ვე­ძა­ხე, და­ვა­სა­ჩუქ­რე რი­თაც შე­მეძ­ლო ღა­რიბ ფერ­მერ ქალს და წა­მო­ვე­დი. ლი­მო­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი კე­თი­ლი და ღირ­სე­უ­ლი ბაბუ.

15082022-1656-1660568221.18_REC.png