"დაზიანდა ანა ბაგრატიონის ნაქონი მარაო...მშობლებთან ერთად მუზეუმის დასათვალიერებლად მოსული ბავშვი დაეჯახა " - რა ინფორმაციას ავრცელებს წინანდლის მუზეუმი მომხდარ ინციდენტზე? - კვირის პალიტრა

"დაზიანდა ანა ბაგრატიონის ნაქონი მარაო...მშობლებთან ერთად მუზეუმის დასათვალიერებლად მოსული ბავშვი დაეჯახა " - რა ინფორმაციას ავრცელებს წინანდლის მუზეუმი მომხდარ ინციდენტზე?

წინანდლის მუზეუმი 13 აგვისტოს მუზეუმის ერთ-ერთ სივრცეში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს ოფიციალური განმარტება გავაკეთოთ წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ მუზეუმში, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.წინანდლის მუზეუმს ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს.ჩვენს მიერ მუზეუმის მართვის 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში რაიმე მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დამთვალიერებელი, კერძოდ კი, მშობლებთან ერთად მუზეუმის დასათვალიერებლად მოსული ბავშვი, უხერხულადმიეყრდნო ალექსანდრე ჭავჭავაძის ოთახის დამცავ ბარიერს, წონასწორობა დაკარგა და დაეჯახა ოთახში მდგარ ვიტრინას, რის შედეგადაც დაზიანდა ანა ბაგრატიონის ნაქონი მარაო.პირველადი დათვალიერების შედეგად ვიმედოვნებთ,რომ მარაოს დაზიანებული მალები აღდგენას ექვემდებარება.მუზეუმში მუდმივად მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი, შესაბამისად, აღნიშნული ინციდენტი დაფიქსირებულია მუზეუმის ვიდეოკამერების საშუალებით. ინციდენტის შემდეგ მუზეუმმა მიმართა კანონით გათვალისწინებულ პროცედურას. პროცედურით გათვალისწინებული ყველა ეტაპის გავლის შემდეგ ნივთი გადაეგზავნება რესტავრატორს და სულ მალე ანა ბაგრატიონის მარაო დაუბრუნდება საგამოფენო სივრცეს" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის 13 აგ­ვის­ტოს, წი­ნან­დალ­ში ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის და­უ­დევ­რო­ბას ექ­სცე­სი მოჰ­ყვა. რო­გორც ambebi.ge - სთან საუბარში დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი მაკა მარ­შა­ნია ყ­ვე­ბა, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, რუსი ტუ­რის­ტე­ბი გა­იქ­ცნენ და მათ მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხი არ უგი­ათ.

"მე და ჩემი მე­უღ­ლე წი­ნან­დალ­ში ვის­ვე­ნებ­დით და ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ჩვენ ცენ­ტრა­ლუ­რი შე­სას­ვლე­ლი­დან არ შევ­სულ­ვართ, "რე­დი­სო­ნი­დან“ ჩა­ვე­დით და პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მომ­ხვდა, ის იყო, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ზედა ოთა­ხი­დან მი­საწ­ვდო­მი იყო მუ­ზე­უმ­ში შეს­ვლა, არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი არ იყო. მოხ­და ისე, რომ რამ­დე­ნი­მე ოთახ­ში მოხ­და სხვა ჯგუ­ფებ­თან კვე­თა, რო­მელ­თაც გიდი ჰყავ­დათ, ანუ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გიდს და ჯგუფს შე­უ­ერ­თდეს. გიდი ხომ ვერ გა­არ­ჩევს, ვინ ქუ­ჩი­დან შე­ვი­და და ვინ ტუ­რის­ტულ ჯგუფ­შია? მე­ო­რე დღეს, წა­მოს­ვლის წინ დრო გვქონ­და და ისევ მი­ვე­დით მუ­ზე­უმ­ში, გა­დავ­წყვი­ტეთ ფა­სი­ა­ნი სერ­ვი­სე­ბით გვე­სარ­გებ­ლა - "რე­დი­სო­ნის“ ენო­თე­კა­ში ვი­ყი­დეთ ბი­ლე­თე­ბი და შეგ­ვეძ­ლო მუ­ზე­უმ­ში გი­დის მომ­სა­ხუ­რე­ბი­თაც გვე­სარ­გებ­ლა. ად­მი­ნის­ტრა­ტორს ვუჩ­ვე­ნეთ ბი­ლე­თი და, რა თქმა უნდა, ქვე­მოთ, პირ­ველ ოთახ­ში გაგ­ვიშ­ვა. ჩვენც შე­ვუ­ერ­თდით ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ჯგუფს.

კა­ბი­ნე­ტის ოთა­ხის ზღურ­ბლთან ვხე­დავ, წვრი­ლი მა­ღა­ლი მა­გი­დაა, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ ხა­ვერ­დის ბორ­დოს­ფე­რი ქსო­ვი­ლი დევს. არა­და, წინა დღით ვნა­ხე, იმ ად­გი­ლას ოქ­როს­ფე­რი ჯი­ბის სა­ა­თი, ულა­მა­ზე­სი და თით­ქოს მო­მი­ნან­ქრე­ბუ­ლი პე­რან­გის სა­კინ­ძე­ე­ბი და ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძის უნა­ზე­სი მა­რაო იდო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნივ­თე­ბი მო­ვი­კი­თხე. მუ­ზე­უ­მის გიდ­მა აგ­ვიხ­სნა, ეს ვიტ­რი­ნა გუ­შინ რუს­მა ტუ­რის­ტებ­მა გაგ­ვი­ტე­ხე­სო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იქ რა აღ­შფო­თე­ბა იქ­ნე­ბო­და დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის მხრი­დან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოთახ­ში ბა­რი­ე­რის სა­ხით და­მაგ­რე­ბუ­ლია მსხვი­ლი გამ­ყო­ფი თო­კე­ბი, რაც იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ იმის იქით შეს­ვლა და ნივ­თებ­თან მი­კა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს ნივ­თე­ბი თო­კი­დან 20სმ-ზე იდო მი­ნის ვიტ­რი­ნა­ში. რო­გორც გიდ­მა გვი­ამ­ბო, ამ თოკ­ზე რუს ტუ­რის­ტებს ბავ­შვი და­უს­ვამთ და ქა­ნა­ობ­და, მერე ის უკან გა­და­ვარ­დნი­ლა და ვიტ­რი­ნა ჩამ­სხვრე­უ­ლა. მან­ვე და­ა­მა­ტა, - ისე­თი ზრი­ა­ლი იყო, გვე­გო­ნა, შე­ნო­ბა ჩა­მო­იქ­ცაო. მუზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­სპო­ნა­ტებ­ზე გა­და­უ­ტა­ნი­ათ და, სამ­წუ­ხა­როდ, რუსი ტუ­რის­ტე­ბის ოჯა­ხი გაქ­ცე­უ­ლა. ამა­ზეც აღ­ვშფოთ­დით ყვე­ლა­ნი, იმ შე­ნო­ბი­დან ჭიშ­კრამ­დე ორი წყე­ბა დაც­ვა დგას და რო­გორ უნდა გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, ბო­ლოს და ბო­ლოს ვინ­მეს და­ე­რე­კა დაც­ვის­თვის და ეთ­ქვა, - და­ა­კა­ვე­თო. მუ­ზე­უ­მის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია გა­და­კე­ტი­ლია, გა­სას­ვლე­ლის გარ­და, ვერ­სა­ი­დან გა­იქ­ცე­ოდ­ნენ. ისიც თქვეს, რამე რომ ვთქვათ, - აქეთ არ მოგ­ვდგნენ რუ­სე­ბიო. ბავ­შვი რომ დას­ვეს თოკ­ზე და აქა­ნა­ვე­ბენ, ვი­ღა­ცას ხომ უნდა მი­ე­ცა შე­ნიშ­ვნა? ან ჯგუ­ფი რომ გა­მო­დის ოთა­ხი­დან, უკან ხომ უნდა მო­ი­ხე­დო, ვინ­მე დარ­ჩა, თუ - არა. ექ­სპო­ნა­ტე­ბი არ და­კარ­გუ­ლა, მაგ­რამ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა. ნი­ნოს მა­რაო უნა­ტი­ფე­სი და უნა­ზე­სია, სპი­ლოს ძვლის, სიფ­რი­ფა­ნა, უთხე­ლე­სი ფირ­ფი­ტაა და გვი­თხრეს, რომ გა­ტყდა. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მიდ­გო­მამ გა­მა­გი­ჟა, ახ­ლაც მე-19 სა­უ­კუ­ნე ხომ არაა, რა­ტომ უნდა ვე­ფე­როთ ყვე­ლას? რუსი ტუ­რის­ტი ჩვენს სა­გან­ძურს ანად­გუ­რებს და პა­სუ­ხი რა­ტომ არ უნდა მოვ­თხო­ვოთ? რა­ტომ ვაძ­ლევთ ამ­დე­ნის უფ­ლე­ბას? ამ ფაქ­ტით ისე­თი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რაც იქ დას­ვე­ნე­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე, იმ ერთ დღეს ჩამშხამ­და“, - ამბობს მაკა მარ­შა­ნია.