"სოფის ბრალი არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ" - რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ ექსკურსიისას გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე? - კვირის პალიტრა

"სოფის ბრალი არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ" - რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ ექსკურსიისას გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე?

ლა­გო­დეხ­ში ექ­სკურ­სი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გურ­ჯა­ა­ნის სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი გა­ნო­ი­ტა­ნა. ამის შე­სა­ხებ და­ღუ­პუ­ლი მო­ზარ­დის და, ბლო­გე­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი სა­ლო­მე ბარ­კე­რი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

"რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გურ­ჯა­ა­ნის სა­სა­მარ­თლომ (მო­სა­მარ­თლე ნანა ჩა­ლა­თაშ­ვი­ლი) გა­მო­ა­ცხა­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სო­ფის საქ­მე­ზე, წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი იყო სსკ 220-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი, გულ­გრი­ლო­ბა, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია: სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი ცნო­ბი­ლი იქნა უდა­ნა­შა­უ­ლოდ. (ისე­თი სი­ხა­რუ­ლის ყი­ჟი­ნა დას­ცხო, გული შე­მი­წუხ­და, ალ­ბათ ამი­ე­რი­დან უფრო ბედ­ნი­ე­რად გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას იმა­ვე სკო­ლა­ში, აბა ჰე აბა ჰო) დამ­რი­გე­ბე­ლი ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ, და მი­ე­სა­ჯა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა სამი წლით, რო­მე­ლიც გა­ნე­სა­ზღვრა პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლით. მი­ნი­მუმ ის მა­ინც და­ამ­ტკი­ცა ბავ­შვიკ­მა, რომ მი­უ­ხე­და­ვად სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უსინ­დი­სო მტკი­ცე­ბი­სა, სო­ფის ბრა­ლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა ექ­სკურ­სი­ა­ზე წა­სუ­ლი უკან მკვდა­რი რომ ჩა­მო­ვას­ვე­ნეთ. (და ეს სა­კი­თხი რომ იყო გა­სარ­ჩე­ვი ხო სა­ერ­თოდ..)" - წერს სა­ლო­მე ბარ­კე­რი.

სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, 2020 წლის ზა­ფხულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი სკო­ლის ორ პე­და­გოგს წა­რუდ­გი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და პე­და­გო­გე­ბი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წლის 26 მა­ისს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სკო­ლა „ალ­ბი­ო­ნის” XI კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი, აღ­მზრდე­ლის ნ.ს-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და სხვა პე­და­გო­გე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით, სკო­ლის კუთ­ვნი­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­ე­მარ­თნენ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გურ­გე­ნი­ან­ში მდე­ბა­რე ნაკ­რძალ­ში, "ნი­ნოს­ხე­ვის ჩანჩქე­რის" მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ექ­სკურ­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მას­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­ვა­ლა ნ.ს-ს.

და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე ჩას­ვლი­სას, პე­და­გო­გე­ბის­თვის, მათ შო­რის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო მდი­ნა­რე იყო ადი­დე­ბუ­ლი, სწრა­ფი დი­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ჩანჩქერ­ზე არ­სე­ბობ­და სა­ხი­ფა­თო მდგო­მა­რე­ო­ბა. პე­და­გო­გე­ბის­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ მოს­წავ­ლე სო­ფიო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი აპი­რებ­და სა­ბა­ნა­ოდ ჩანჩქერ­ში შეს­ვლას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ნ.ს. მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა, გა­მო­ი­ჩი­ნა გულ­გრი­ლო­ბა და მოს­წავ­ლე­ებს ნება დარ­თო სვლა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ "ნი­ნოს­ხე­ვის“ ჩანჩქე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თა­ვად კი ჩანჩქერ­ზე არ ავი­და, ხოლო პე­და­გოგ­მა ვ.ქ.-მ ნაკ­რძა­ლის რე­ინ­ჯე­რის უშუ­ა­ლო გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ საფრ­თხე არ­სე­ბობ­და, იმ სა­ფუძ­ვლით, რომ კარ­გად იც­ნობ­და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას და არა­ერ­თხელ იყო ნამ­ყო­ფი, თა­ვად აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ძღო­ლო­და მოს­წავ­ლე­თა ჯგუფს და აეყ­ვა­ნა ჩანჩქერ­ზე.

ჩანჩქერ­ზე ას­ვლის შემ­დეგ, პე­და­გო­გე­ბის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი გულ­გრი­ლო­ბის და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბის ნორ­მე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი სო­ფიო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი ჩანჩქე­რის სწრაფ დი­ნე­ბა­ში შე­ვი­და და ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა ნა­პირ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, რა­მაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"ინტერპრესნიუსი"