ვიტალი კლიჩკოს ყოფილი მეუღლის პირველი კომენტარი განქორწინების შემდეგ - კვირის პალიტრა

ვიტალი კლიჩკოს ყოფილი მეუღლის პირველი კომენტარი განქორწინების შემდეგ

ორი დღის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კი­ე­ვის მერი ვი­ტა­ლი კლი­ჩკო 25 - წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ცოლს ნა­ტა­ლია კლი­ჩკოს და­შორ­და. პო­ლი­ტი­კოს­მა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას ამ ნა­ბიჯს გა­აზ­რე­ბუ­ლი უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ისი­ნი მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ. კლი­ჩკოს მე­უღ­ლე წლე­ბია, რაც სამ შვილ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, სა­დაც მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბას ცდი­ლობს.

ნა­ტა­ლია კლი­ჩკომ კი­ე­ვის მერ­თან, ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ა­კე­თა და და­შო­რე­ბის მი­ე­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა.

ნა­ტა­ლია კლი­ჩკო:

"მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მოხ­და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე 25 - წლი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს. ჩვე­ნი გან­ქორ­წი­ნე­ბა არის გა­აზ­რე­ბუ­ლი, ორ­მხრი­ვად შე­თან­ხმე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მოხ­და ისე, რომ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზე­ბი თან­და­თან და­შორ­და ერ­თმა­ნეთს.

ჩვენ გავ­ზარ­დეთ 3 სა­ო­ცა­რი შვი­ლი და სა­მუ­და­მოდ ვრჩე­ბით მათ მშობ­ლე­ბად. რო­გორც ადრე, ახ­ლაც გვაქვს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და ერ­თმა­ნე­თის სრუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა. ჩვენ ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერ­დით ერ­თმა­ნეთს და ასე გა­ვაგ­რძე­ლებთ ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში... ვი­ტა­ლის მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სოს ვუ­სურ­ვებ...

"ცხოვ­რე­ბის ახა­ლი თავი" იწყე­ბა..."

ვი­ტა­ლი და ნა­ტა­ლია კლი­ჩკო 1997 წლის 26 აპ­რილს და­ქორ­წინ­დნენ. წყვილს სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა: 2000 წელს - ვაჟი იგორ-და­ნი­ე­ლი, 2002 წელს - ქა­ლიშ­ვი­ლი ელი­ზა­ვე­ტა-ვიქ­ტო­რია, 2005 წელს - მაქ­სი­მი. ნა­ტა­ლია წლე­ბია გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, ბავ­შვე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლო­ბენ.

ambebi.ge