პარლამენტარ დავით კაჭარავას ქონებრივი დეკლარაცია და "ცხელი ფოტოები" ნიციდან - როგორ ისვენებს ყოფილი მორაგბე, შეყვარებულთან ერთად, ფრანგულ კურორტზე? - კვირის პალიტრა

პარლამენტარ დავით კაჭარავას ქონებრივი დეკლარაცია და "ცხელი ფოტოები" ნიციდან - როგორ ისვენებს ყოფილი მორაგბე, შეყვარებულთან ერთად, ფრანგულ კურორტზე?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი და­ვით კა­ჭა­რა­ვა პარ­ლა­მენ­ტში დიდი რაგ­ბი­დან მი­ვი­და. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ლი კარ­გი თა­მა­შის გარ­და, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­თაც გახ­და... უკვე წლე­ბია, რაც კა­ჭა­რა­ვა ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

ვიდ­რე წყვი­ლის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბო­დეთ, და­ვით კა­ჭა­რა­ვას მიერ 2022 წელს შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ას გა­გაც­ნობთ, რო­მე­ლიც სხვა ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

პო­ლი­ტი­კოსს დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბად შვი­ლი ნი­კო­ლოზ კა­ჭა­რა­ვა, მამა, და­ვით კა­ჭა­რა­ვა და ძმა, გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვა ჰყავს მი­თი­თე­ბუ­ლი.

კა­ჭა­რა­ვამ 2018 წელს თბი­ლის­ში ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე ბინა და სარ­და­ფი შე­ი­ძი­ნა. 230 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბელ­ში პო­ლი­ტი­კოს­მა 137 900 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და, 16 კვ.მ. სარ­დაფ­ში კი 1000 დო­ლა­რი.

კი­დევ ერთი ბინა, ამ­ჯე­რად ბა­თუმ­ში 2015 წელს შე­ი­ძი­ნა. 56 კვ.მ. ფარ­თობ­ში 50 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

2021 წელს უკვე პო­ლი­ტი­კა­ში მო­სუ­ლი კა­ჭა­რა­ვა გუ­და­ურ­ში ბი­ნას ყი­დუ­ლობს და 34 კვ. მ. სა­ცხოვ­რებ­ლე­ში 44 ათას დო­ლარს იხ­დის...

პო­ლი­ტი­კო­სი ერთ მან­ქა­ნას Dodge Challenger ფლობს, რო­მე­ლიც 2017 წელს 14 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას და­ვით კა­ჭა­რა­ვა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 580 ლარი, იპო­თე­კურ ბა­რათ­ზე 1152,43 დო­ლა­რი, 360 ევრო...

და­ვით კა­ჭა­რა­ვა ორი შპს-ს მფლო­ბე­ლია, თუმ­ცა, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ჩანს, ბიზ­ნე­სი­დან შე­მო­სა­ვა­ლი არ ჰქო­ნია.

დე­პუ­ტატ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის სარ­გო გა­სულ კა­ლენ­და­ლურ წელს 49 590,72 ლარი მი­ი­ღო.

და­ვით კა­ჭა­რა­ვა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რი მო­თა­მა­შე გახ­ლდად, სა­ი­და­ნაც 2021 წელს 6603,48 ლარი 2 თა­მაშ­ში გა­მარ­ჯვე­ბის პრე­მია ჩა­ე­რი­ცხა. თუმ­ცა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ თან­ხე­ბი 2020 წლის თა­მა­შე­ბის იყო და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ი­რი­ცხა.

და­ვით კა­ჭა­რა­ვამ შვი­ლის სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ში 9 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი­სა და და­ვით კა­ჭა­რა­ვას წყვილს, წარ­სულ­ში ორი­ვე მათ­გა­ნი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო, კა­ჭა­რა­ვას და ხა­ტი­აშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ბიჭი და გო­გო­ნა ჰყავთ.

2007 წელს და­ვით კა­ჭა­რა­ვამ ანკა დუნ­დუ­ა­ზე იქორ­წი­ნა. წყვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და, მათ­თან ერ­თად იყო სა­ერ­თო შვი­ლი ნი­კო­ლო­ზიც... ანკა დუნ­დუა დღეს ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რი და პი­ლა­ტე­სის სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ტო­რია. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ წყვილის ფოტოები