იური შევჩუკი რუსული არმიის "დისკრედიტაციისთვის" 50 000 რუბლით დააჯარიმეს - პოლიციელ კამალოვას თქმით, მას მუსიკოსის დაკავებაც სურდა - კვირის პალიტრა

იური შევჩუკი რუსული არმიის "დისკრედიტაციისთვის" 50 000 რუბლით დააჯარიმეს - პოლიციელ კამალოვას თქმით, მას მუსიკოსის დაკავებაც სურდა

რუ­სუ­ლი როკ ჯგუ­ფის DDT-ს ლი­დე­რი იური შევ­ჩუ­კი 50 000 რუბ­ლით (883 აშშ დო­ლა­რი) და­ა­ჯა­რი­მეს რუ­სუ­ლი არ­მი­ის "დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის". შე­გახ­სე­ნებთ, მა­ი­სის შუა რი­ცხვებ­ში შევ­ჩუკ­მა უფა­ში გა­მოს­ვლი­სას სცე­ნი­დან წარ­მოთ­ქვა სი­ტყვა, რო­მელ­შიც გა­ნა­ცხა­და: "მო­ხუ­ცე­ბი, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი იღუ­პე­ბი­ან ჩვე­ნი მო­რი­გი კე­ის­რის ნა­პო­ლე­ო­ნუ­რი გეგ­მე­ბის გა­მოა... სამ­შობ­ლო - ეს არაა პრე­ზი­დენ­ტის უკა­ნა­ლი, რო­მელ­საც მუ­დამ უნდა კოც­ნო“.

მუ­სი­კო­სი სა­სა­მარ­თლოს სხდო­მას არ დას­წრე­ბია. მუ­სი­კო­სის დაც­ვა ამ­ტკი­ცებ­და, რომ მის მიერ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს და პო­ლი­ცი­ამ არას­წო­რად შე­ად­გი­ნა ოქმი. ბრალ­დე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, - შევ­ჩუკ­მა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სი­ტყვე­ბი "სპე­ცო­პე­რა­ცი­ის“ შე­სა­ხებ, მას "ნა­პო­ლე­ო­ნუ­რი გეგ­მე­ბი“ უწო­და და ამ­გვა­რად რუ­სე­თის არ­მი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნაო.

პო­ლი­ცი­ელ­მა კა­მა­ლო­ვა, რო­მელ­მაც შევ­ჩუ­კის წი­ნა­აღ­მდეგ ოქმი შე­ად­გი­ნა, სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­კი­თხა. მისი გან­ცხა­დე­ბით, შევ­ჩუ­კის მი­მარ­თვა­ში შე­ამ­ჩნია შე­უ­რა­ცხყო­ფის ნიშ­ნე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად, "ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი რა­ტომ­ღაც კვდე­ბი­ან" და "ჩვენ ომის წი­ნა­აღ­მდე­გი ვართ".

სა­სა­მარ­თლო­სად­მი მი­მარ­თვა­ში შევ­ჩუკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ყო­ველ­თვის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ყვე­ლა ომს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­სა და ნე­ბის­მი­ერ დრო­ში. მისი თქმით, ჯერ კი­დევ 1980 წელს და­წე­რა ამის შე­სა­ხებ სიმ­ღე­რა "არ ის­რო­ლო“.

პო­ლი­ცი­ე­ლის გან­ცხა­დე­ბით, თა­ვი­დან შევ­ჩუ­კის და­კა­ვე­ბა სურ­და, მაგ­რამ შემ­დეგ, უბ­რა­ლოდ, ოქ­მით შე­მო­ი­ფარ­გლა.

ambebi.ge