"ვაი, შენს დე­დას შვი­ლო. გული მეწ­ვის" - ავარიისას ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 18 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ვაი, შენს დე­დას შვი­ლო. გული მეწ­ვის" - ავარიისას ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 18 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ხა­რა­გა­უ­ლე­ლი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი 18 წლის ლიზი ხურ­ცი­ლა­ვაა. შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და.

ახალ­გაზ­რდა და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს. ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს და დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. ლიზი ხურ­ცი­ლა­ვამ ხა­რა­გა­ულ­ში სა­ჯა­რო სკო­ლა წელს და­ას­რუ­ლა. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ.

"ლიზი ჩემო ციმ­ცი­მა და კე­თი­ლო, უთ­ბი­ლე­სო, რა­ტომ, შვი­ლო? დაგვტო­ვე ყვე­ლა, შენ ხომ ახლა გი­ხა­რო­და სი­ცო­ცხლე. ვაი, შენს დე­დას შვი­ლო. გული მეწ­ვის. შენ ხომ ძა­ლი­ან გიყ­ვარ­და ყვე­ლა" - წერს რიტა მდივ­ნიშ­ვი­ლი.