მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ - კვირის პალიტრა

მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარის ნაპირზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველები იმყოფებიან და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"