მოსკოვი აშშ-სგან სერგეი ლავროვისთვის გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად ვიზას ითხოვს - კვირის პალიტრა

მოსკოვი აშშ-სგან სერგეი ლავროვისთვის გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად ვიზას ითხოვს

მოსკოვი აშშ-სგან სერგეი ლავროვისთვის და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებისთვის გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად ვიზების გაცემას მოითხოვს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვისურვებდით, სერგეი ლავროვი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გვეხილა. აშშ-ს არაერთხელ შეუქმნია ჩვენთვის სირთულეები სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით, მათ შორის გაერო-ს ხაზით. საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტს მოთხოვნით, შეასრულონ იმ ქვეყნის ვალდებულებები, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია გაერო-ს შტაბ-ბინა და დაუყოვნებლივ გასცენ ვიზები მინისტრისთვის და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრისთვის“, - განაცხადა ელჩმა.

ცნობისათვის, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სხდომა 13 სექტემბერს იხსნება.

IPN