"უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს" - კვირის პალიტრა

"უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს"

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყველა სცენარისთვის უნდა მოემზადოს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.

„ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ რუსული ჯარები ტანკებით ატომურ რეაქტორებს ესროდნენ. ეს წარმოუდგენელია, ”- აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, მანამ, სანამ ქარხანას რუსეთი აკონტროლებს, დიდი რისკები არსებობს.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დღეს განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ მიიღო უკრაინის მიწვევა, უხელმძღვანელოს დელეგაციას ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ უკრაინელი პერსონალი მართავს, მიმდინარე ომის დროს რამდენჯერმე ინტენსიურად დაიბომბა.